logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს
ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენს
18:48 15.07.2020
„ჩვენი ამოცანა არის გუნდის განახლება და ამასთან ერთად, ჩვენი ამოცანაა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე საარჩევნო პროგრამით, სადაც აისახება ყველა ის მიმართულება, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. სიაში იქნებიან როგორც ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე იქნებიან ბუნებრივია ახალი სახეები. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მომდინარეობს მუშაობა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ყველა შემდგომ არჩევნებზე არის საჭირო გუნდის განახლება და ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ განახლებული გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. კრიტერიუმი იქნება ობიექტური. ეს არის პროფესიონალიზმი და წესიერება.

ჩვენი ახალი კანონით დადგენილი ვალდებულება, რომ ყოველი მეოთხე სიაში უნდა იყოს განსხვავებული სქესის, თუმცა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამის მიღმაც, კიდევ უფრო ფართოდ იქნებიან ჩვენს სიაში წარმოდგენილი ქალები. ამაზე აქტიურად გრძელდება მუშაობა. უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ წარადგენს 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სტრატეგიაზე, რომელიც საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ექნება. მისი თქმით, კამპანია აგებული იქნება იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

„ჩვენი მთავარი გამოწვევები არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, სოციალურ მდგომარეობასთან, განსაკუთრებით პანდემიის გათვალისწინებით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად ამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელიც შექმნა პანდემიამ. ბუმებრივია ეს აინტერესებს საზოგადოებას და ჩვენი კამპანია აგებული იქნება რა თქმა უნდა, იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისთვის და ქვეყნის მოსახლეობის სოციალურო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“,-განაცხდა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა