logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გავიდეს ოპოზიცია ამ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში
ირაკლი კობახიძე: როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გავიდეს ოპოზიცია ამ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში
17:24 15.07.2020
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე ამ არჩევნებში. ჩვენ ვართ დარწუნებული საკუთარ ძალებში და საკუთარ გამარჯვებაში. როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გავიდეს ოპოზიცია ამ არჩევნებზე, იქნება ეს ერთიანი ბლოკები თუ ცალკე პარტიები, ყველა შემთხვევაში საერთო რეიტინგი არის საერთო რეიტინგი და ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ საპარლამენტო არჩევნებში“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ კოალიციაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. მისი განცხადებით, პროცესები რაც ხდება რადიკალურ ოპოზიციის შიგნით, მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, არის რამენაირად თუნდაც მცირე ძალაუფლების, და მცირე პოზიციების შენარჩუნება პოლიტიკაში.

„ყველა არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობა თავის სატელიტებით აცხადებს, რომ ისინი იგებენ არჩევნებს, ჩამოდის სააკაშვილი საქართველოში და ა.შ. ეს ხდება ყველა არჩევნების წინ უკვე რამდენიმე წელია და რამდენჯერაც მოიგეს არჩევნები და რამდენჯერ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, ბუნებრივია, თქვენ ძალიან კარგად იცით. აქედან გამომდინარე, ერთია რას ამბობს ოპოზიცია, მეორეა რას ვამბობთ ჩვენ და მესამეა მთავარი, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, იმას ემთხვევა საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგები და ეს ასე იქნება 2020 წლის ოქტომბერშიც, თუმცა ამას ბუნებრივია გადაწყვეტს ხალხი და დაველოდოთ ხალხის გადაწყვეტილებას. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

რაც შეეხება იმ პროცესებს რაც ვითარდება ოპოზიციის შიგნით, რეალურად გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ეს არის მარტივი მათემატიკური აქსიომა, შესაბამისად იგივეა, მათი რეიტინგი ჯამური არის ის, რაც არის ცალ-ცალკე და გინდა გაერთიანდნენ და გინდა დაიშალონ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი საბოლოო სურათს ვერ შეცვლის და „ქართული ოცნება“ ასეც და ისეც დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს.

პროცესები რაც ხდება რადიკალურ ოპოზიციის შიგნით, მეტყველებს ერთადერთ რამეზე, რომ ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, არის რამენაირად თუნდაც მცირე ძალაუფლების, მცირე პოზიციების შენარჩუნება პოლიტიკაში.. მათ საქმე არ აინტერესებთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა