logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კუჭავასა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს  შორის სატელეფონო საუბარი შედგა
კახა კუჭავასა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
17:23 15.07.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავასა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰეიდი ჰაუტალას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრის მთავარი თემა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები იყო.

„ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებზე, ასევე იმაზე, თუ როგორია დღეს ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ის ცვლილებები, რომლის მიღებაც მოხდა 8 მარტის შეთანხმების თანახმად და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი მიესალმება მმართველი პარტიის ამ ძალისხმევას,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელში შესატან ცვლილებებსაც 13 ივლისს კენჭი ეყარა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში, ანგარიშზე კენჭისყრა სექტემბერში, უკვე სესიაზე იგეგმება.

როგორც კახა კუჭავამ განაცხადა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა საუბრის დროს განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატება კოვიდ-19-თან ბრძოლაში, ასევე ის, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ევროპის სტრატეგიული პარტნიორობის, რომლის მიზანი, საბოლოო ჯამში, ევროკავშირში ქვეყნის სრულფასოვან წევრობას უკავშირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს გარემოსდაცვით საკითხებზე და ამ კუთხით საქართველოს წარმატებებზე. კახა კუჭავამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები ისეთ აქტუალურ გლობალურ თემებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი თავად მწვანეთა პარტიის წარმომადგენელია, საუბარი შეეხო ასევე გარემოსდაცვით საკითხებს, რომლებიც ევროპისთვის გამოწვევას წარმოადგენს და იმ წარმატებებს, რომლებიც ამ კუთხით საქართველოს აქვს და რაც ბოლო ოთხ წელიწადში ამ მოწვევის პარლამენტის მიერ გარემოსდაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოთი გამოიხატება“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა