logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო
15:28 15.07.2020
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყანამ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურის და სხვა მიმართულებებით, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური პრინციპის დაცვით. ამასთან, კანონი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისეთი სერვისების შემოღებით, როგორიცაა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები და პერსონალური ასისტენტის მომსახურება.

კანონის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა დაფუძნებული იქნება სოციალური მოდელის მიდგომაზე, რომელიც ამ კატეგორიის პირთა რეალური საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამის რეაგირებაზეა ორიენტირებული. კანონით შემოღებული იქნა „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი. ამავე დროს, იმოქმედებს „გონივრული მისადაგების“ დებულება, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.

კანონში ხაზგასმულია კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის და შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის დაუშვებლობის მნიშვნელობა, განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების ხელმისაწვდომობის, შრომისა და დასაქმების მიმართულებით. კანონი გონივრულ მისადაგებაზე უარს განმატავს, როგორც დისკრიმინაციას. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, რათა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემა გაიზარდოს და ჩამოყალიბდეს დისკრიმინაციისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი გარემო. ზემოაღნიშნული უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, დგინდება სპეციალური მოსარჩელის სტატუსი და უფლებამოსილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. კანონის მიხედვით, უშუალო და პირდაპირი ზიანის არსებობის გარეშეც, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, შეძლებენ სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები. გარდა ამისა, სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ფართოვდება სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის კომპეტენცია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას.

კანონი ადგენს სახელწიფო ორგანოების და დაწესებულებების უფლება-მოვალეობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის მიზნის მისაღწევად კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამასთან, უნდა შეიქმნას კონვეციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომლის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფასაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით მუნიციპალიტეტის ორგანოების კომპეტენციასაც ითვალისწინებს.

კანონი განსაზღვრავს პროექტით დადგენილი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და ადგენს ცალკეული ვალდებულებების შესრულების ეტაპებსა და ვადებს. ამ მიზნით, ყველა შესაბამისმა ორგანომ/დაწესებულებამ, კომპეტენციის ფარგლებში, ეტაპობრივად უნდა განახორციელოს უკვე აშენებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე არსებული სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება 15-წლიან ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური ტექნიკური მიზეზების გამო, ყოველწლიურ გეგმაში დამატებით უნდა გაითვალისწინონ მოქმედების ალტერნატიული საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა