logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა დოჭვირი: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რედაქცია ასახავს იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რაც საკომიტეტო მოსმენების დროს ყველა დაინტერესებული მხარის მიერ იქნა გამოხატული
ბექა დოჭვირი: "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის რედაქცია ასახავს იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რაც საკომიტეტო მოსმენების დროს ყველა დაინტერესებული მხარის მიერ იქნა გამოხატული
13:11 15.07.2020
დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლს, ან 34-ე და 35-ე მუხლებს, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებს განიხილავენ.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, კანონის რედაქცია, რომელიც დღეს დეპუტატების წინაშეა წარდგენილი, ასახავს იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რაც საკომიტეტო მოსმენების დროს ყველა დაინტერესებული მხარის მიერ იქნა გამოხატული და მაქსიმალურად მოხდა მათი გათვალისწინება და ასახვა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს ემატება 46-ე პრიმა მუხლი, აღნიშნული მუხლის თანახმად, შემოდის დროებითი მმართველის ინსტიტუტი. დროებითი მმართველის ინსტიტუტი გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარგში ოპერირებადი კომპანია არ შეასრულებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე, 27-ე მუხლს, ან 34-ე და 35-ე მუხლებს. დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ თვითონ კომისია იღებს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები, ანუ გაფრთხილება და სამი სანქცია არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ კომპანიამ ის მითითებები და ის დარღვევები გამოასწოროს, რომელიც მას ჩადენილი აქვს და არ ასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, დროებითი მმართველის შესვლა კომპანიაში ხდება იმისათვის, რომ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილების შესრულება. როგორც კი კომისიის გადაწყვეტილება შესრულდება, დროებით მმართველს უფლებამოსილება შეუწყდება.

„დროებითი მმართველის შესვლა კომპანიაში მოხდება იმისათვის, რომ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილების შესრულება. როგორც კი კომისიის გადაწყვეტილება შესრულდება, დროებითი მმართველი შეწყვეტს უფლებამოსილებას და ფუნქციონირებას. რედაქცია, რომელიც თქვენს წინაშეა წარმოდგენილი, ასახავს იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს, რომელიც საკომიტეტო მოსმენების დროს ყველა დაინტერესებული მხარის მიერ იქნა გამოხატული და მაქსიმალურად მოხდა მათი გათვალისწინება და ასახვა“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა