საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ გიორგი რურუას საქმესთან
დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, რურუა პოლიტპატიმარი არ არის.
"რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ მათგან არც ერთი არ არის პოლიტპატიმარი. არიან დამნაშავეები. და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

















