logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ბექაური: კომპანიებმა გაიგეს, რომ სახელმწიფოს, უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით
კახა ბექაური: კომპანიებმა გაიგეს, რომ სახელმწიფოს, უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით
11:02 15.07.2020
„ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს საბოლოოდ, რომ გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.

„კანონპროექტი თავიდანვე ემსახურებოდა, რომ კომუნიკაციების კომისიას მთავრობასთან ერთად ელექტრონულ კომუნიკაციებში შემოეტანა ცვლილებები, რომელიც გულისხმობდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებისთვის, მათ მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის დამატებით ეფექტიანი მექანიზმების შექმნას. როდესაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე გვაქვს საუბარი, ამ დროს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა შემოდის, მარტო კერძო ბიზნესი არ არის. ვიცით, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დიდ გავლენას ახდენს თვითონ ბაზარზე, მაგრამ ამავდროულად ძალიან კრიტიკულია ეს მომხმარელისთვის. მომხმარებლის ინტერესებია დასაცავი, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებმა, მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებმა საკუთარ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენონ. პირველი მოსმენით რაც მიიღო კომიტეტმა, მას შემდეგ დარჩა შემდეგი ნაწილები: ეს არის კონკურენციის ანუ კონცენტრაციის საკითხები – ბენეფიციარის ცვლილება ან შერწყმა თუ ხდება, რომელიც კონკურენციის თვალსაზრისით ნეგატიურ გავლენას ახდენს ბაზარზე, მეორე არის თავისუფალი დაშვება – მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორები საკუთარ ინფრასტრუქტურაზე სხვა საშუალო და პატარა ოპერატორებისა და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ და კონკურენციას ავითარებენ, მესამე – სატარიფო რეგულირება. ამის დარღვევის შემთხვევაში, კომისიამ პირველი მოსმენით დამატებით უფრო ეფექტიანი მექანიზმი მიიღო, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ჯარიმები თუ არაეფექტიანი იყო, კომისიას დროებითი მმართველის შეყვანის საშუალება ექნება. ეს თავისთავად დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია სახელმწიფოს ხელში, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიებმა ამ სამ კომპონენტში ნეგატიური გავლენა არ მოახდინონ ბაზარზე და რაც მთავარია, მომხმარებლის ინტერესები არ შეილახოს“, – განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სამივე მექანიზმზე არსებობს სასამართლო კონტროლიც.

„სასამართლოს კონტროლი ამ სამივე მექანიზმზე არსებობს, ოღონდ, რაც ეხება სპეციფიკურ ვალდებულებას, რომელიც არის დაშვების ვალდებულება და ტარიფების რეგულირება. კომისია მიმართავს სასამართლოს, თუ ოთხჯერ დარღვევის შემდეგ კომპანიამ მაინც არ აღასრულა კომისიის გადაწყვეტილება. მხოლოდ ოთხი სანქციის შემდეგ ირთვება ეს მექანიზმი. აქ ახალი არაფერი არ არის. ლიცენზიისა და ნებართვების კანონში ლიცენზიის პირობების არშესრულებისთვის ეს მექანიზმი დღეს უკვე არსებობს“, – აღნიშნა ბექაურმა.

მისივე განმარტებით, სასამართლოში შესაძლებელი იქნება დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების გასაჩივრებაც.

„რაც შეეხება წილის გასხვისება-შერწყმას, რომელიც წარმოადგენს კონცენტრაციის საკითხებს, აქაც სასამართლო კონტროლის მექანიზმი მუშაობს, ოღონდ ოდნავ სხვა წესით ხდება; კომისია ნიშნავს დროებით მმართველს, მაგრამ კომპანიებს, სადაც დაინიშნება თუ დაინიშნა დროებითი მმართველი (ასევე ოთხი სანქციის შემდეგ ხდება დროებითი მმართველის დანიშვნა), არის ამ გადაწყვეტილების ანუ დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს, რომ სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილების გაფართოება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით“,- განაცხადა კახა ბექაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა