logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ბექაური: სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები
კახა ბექაური: სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები
09:19 15.07.2020
„მოხდა შეთანხმება და კონსენსუსი ბიზნესთან და კარგია, რომ გაზიარებულ იქნა ჩვენი მოსაზრება, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანიებზეა საუბარი. სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური ინტერესები და რაც მთავარია მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რათა კომპანიებმა მომხმარებლებს მობილურ და ინტერნეტ მომსახურებებზე არარეალურად მაღალი ფასები არ დაუწესონ. სატარიფო კონტროლის და აბონენტების ინტერესების დაცვას კი სახელწმიფოს კანონში არსებული ეფექტური მექანიზმის გარეშე ვერ შეძლებს,“ - აღნიშნული განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დარგობრივი კომიტეტის სხომაზე გააკეთა.

„სახელწმიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ნებისმიერ პირს ბარიერების და ხელშეშლის გარეშე შეეძლოს შესვლა და ბიზნესის კეთება. მობილური კომუნიკაციების და ფიქსირებული ინტერნეტ ბაზარზე უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი და კონკურენტული გარემო, ამისთვის კი ბიზნესისთვის თავისუფალი დაშვებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მარტივად შესვლის უზრუნველყოფა აუცილებელი წინაპირობაა,“ - აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

კახა ბექაურის თქმით კომიტეტისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და წარმოდგენილ კანონპროექტში რამდენიმე დეტალი დაზუსტდა.

„პარლამენტში ინიციატივის დარეგისტრირების შემდეგ, იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც კომიტეტთან და ოპერატორებთან მუშაობის შედეგად შეიცვალა. შეიცვალა რამდენიმე დეტალი, რომელიც საბოლოოდ შევაჯერეთ და წარმოდგენილია ახალი ვარიანტი. თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით დავიწროვდა გადაწყვეტილებების არეალი, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ჩარითვება ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. ცვლილებები შევიდა თავდაპირველ ვარიანტში, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას კანონდარღვევის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დროებითი მმართველის დანიშვნის შესაძლებლობა ჰქონდა. 5 სპეციფიკური ვალდებულებიდან, რომელიც დაკისრებული აქვს ოპერატორს, ოპერატორებთან ერთად მნიშვნელოვნებით დავაჯგუფეთ და დარჩა მხოლოდ ორი ვალდებულება. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის თუ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ იქნება ეფექტიანი, ამ შემთხვევაში 4 ჯარიმის, 4 სანქციის შემდეგ ჩაირთვება დროებითი მმართველის მექანიზმი. თუმცა, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დროებითი მმართველის მექანიზმი ჩაირთვება დღევანდელი არსებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონით. იმისთვის, რომ კომპანიამ აღმოფხვრას დარღვევა და შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, მას ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ, კომპანიას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში, რომელიც უფლებამოსილია შეაჩეროს ან ძალაში დატოვოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება. „ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა