logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: არ გაქვთ თქვენ პოლიტიკური  და მორალური უფლება, რომ კითხვის ნიშნები დასვათ
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: არ გაქვთ თქვენ პოლიტიკური და მორალური უფლება, რომ კითხვის ნიშნები დასვათ
17:09 14.07.2020
"ნაციონალურ მოძრაობას" მივმართავ, სახელმწიფო ინსტიტუტებს თქვენ რომ აზიანებდით და დააზიანეთ, ვინ უნდა შეძლოს კიდევ იმ მასშტაბით და იმ დოზით დაზიანება. არ გაქვთ თქვენ ამის პოლიტიკური უფლება და მორალური რომ კითხვის ნიშნები დასვათ და შეკითხვებზე და საკითხებზე, რომლებსაც თქვენ დასვამ, აუცილებლად მიიღებთ პასუხს",- ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით.



ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები შეახსენა და განაცხადა, რომ როდესაც ოპოზიცია მორალურობაზე დაიწყებს საუბარს, პასუხს ყოველთვის მიიღებს.



"გეტყვით კონკრეტულ ფაქტებს. ჩვენი კოლეგები ჩვენ გვედავებიან, თითქოს რეპუტაციას ვულახავთ პარლამენტს და რეპუტაცია რომ შეულახეთ მაშინ, როდესაც აქ სითხე მოასხით, ჯგუფურად რომ განახორციელეთ აქ ყველაზე ამორალური და ამაზრზენი საქციელი და ელემენტარული ბოდიშიც არ მოგიხდიათ იმ პარლამენტის თანამშრომლებისთვის და კოლეგებისთვის, რომლებიც მოიწამლნენ, ამაზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობთ თუ არა? რომელ მორალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ? ჩვენი ერთერთი ოპოზიციონერი კოლეგა იყო მეგაფონით რომ დარბოდით ბაქ და საბჭოთა ჰიმნს აჟღერებდით. თქვენგან ვერ მივიღებთ ვერანაირ მორალურობაზე საუბარს. არ ვიცი, შეიძლება ნოსტალგია გაქვთ რუსეთში გატარებული წლების და სწავლის, მაგრამ ეს შეინახეთ თქვენთვის, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. მორალურობაზე როდესაც საუბრობთ დაფიქრდით, იმიტომ, რომ პასუხს ყოველთვის მიიღებთ. გირგვლიანის მკვლელობიდან ერთი თვე არ იყო გასული და ნაციონალურმა მოძრაობამ დააინიცირა პროექტი იმისთვის, რომ ციხეში ერთი მუხლით მსჯავრდებულებს ჰქონოდათ ერთად ყოფნის უფლება და ასევე ის მუხლი, რომელიც მათთვის შეიძლებოდა წაყენებული ყოფილიყო, იყო მკაცრი, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა და ეს პროექტი სასწრაფოდ 17 დღეში აქციეს კანონად. ხომ არ გაინტერესებთ ამის ინიციატორები ვინ იყვნენ ბატონებო> მაშინდელი იურიდიული კომიტეტი და მათი შემადგენლობა. გეტყვით: გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, ლევან ბეჟაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ეს ადამიანი დღეს ჩვენ გვედავება პროცედურებზე, მორალურ სტანდარტზე და ა. შ. მე მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან გონიერად მოეკიდება იმ შეზღუდვებს, რომელიც ვფიქრობთ, რომ იქნება დროებითი და ჩვენ, ჩვენს საზოგადოებასთან ერთდ შევძლებთ ე. წ. მეორე ტალღის გადალახვას",-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა