logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე:  ოპოზიციას კარს მომდგარი არჩევნები აშინებს
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას კარს მომდგარი არჩევნები აშინებს
16:55 14.07.2020
"ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირდაპირ მოგვიწოდა ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ. ასეთი მოწოდებები ჩვენ გვესმოდა ორი თვის წინაც, ივნისში, როდესაც მისაღები იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, იქ ჩანდა, რომ ამ საბაბით მათ სურდათ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება და ახლაც მოგვიწოდებენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ, იმისთვის, რომ საქართველოში არ შედგეს არჩევნები",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ. მისი შეფასებით, აქ კარგად ჩანს, "ის თუ რის ეშინია ყველაზე მეტად რადიკალურ ოპოზიციას, - ეს არის კარს მომდგარი არჩევნები". პარლამენტის წევრის თქმით, ოპოზიციამ იცის საკუთარი რეიტინგის შესახებ და არჩევნების მიმართ შიში აქვს.



" მათ იციან საკუთარი რეიტინგი, სამპროცენტიანი რეიტინგი და ბუნებრივია, სამპროცენტიან პარტიას აქვს შიში არჩევნების მიმართ, მაგრამ ამ შიშიდან გამომდინარე, ჩვენ საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოვაცხადებთ. მით უმეტეს, რომ ამის საფუძველი დღეს არ არის",- განაცხადა დეპუტატმა.



მან საზოგადოებას შეახსენა, რომ საგანგებო მდგომარეობა ყველანაირი ეპიდემიის დროს არ ცხადდება და ის საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ეპიდემიასთან გამკლავებისთვისაა აუცილებელი. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში, საქართველოში ასეთი ვითარება არ არის და პანდემიასთან ჩვეულებრივი კანონითა და მაქსიმალურად რბილი ზომებით შესაძლებელია ბრძოლა.



"ეს კანონი არის აბსოლუტურად რაციონალური, ატარებს მაქსიმალურად რბილ ზომებს, იმისთვის, რომ მინიმალური შეზღუდვებით საბოლოოდ დავამარცხოთ პანდემია, შესაბამისად, მე, პირადად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ამ კანონის მხარდაჭერისკენ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა