logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგი შევინარჩუნოთ
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული შედეგი შევინარჩუნოთ
15:30 14.07.2020
"ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია, მათ შორის, ადამიანის უფლებების არაკონსტიტუციური შეზღუდვის კუთხით და მეორე მხრივ, ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აუცილებელია, რათა ეფექტიანად განვაგრძოთ აქამდე ეფექტიანად წარმოებული ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ",- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტზე "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მსჯელობენ. კანონპროექტი 2020 წლის 15 ივლისამდე გასატარებელი დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადის 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.



"ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და დემაგოგიური განცხადება, მარტიდან მოყოლებული, არა მარტო ამ კანონთან დაკავშირებით თავის დროზე, არამედ მარტიდან მოყოლებული, როდესაც მიიღებოდა სხვადასხვა ტიპის ზომები პანდემიასთან საბრძოლველად. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციის კრიტიკის ქვეშ იყო აბსოლუტურად ყველა ზომა, რომელიც იქნა მიღებული პანდემიის წინააღმდეგ და ბოლოს როგორც გაირკვა, თითოეული ეს ზომა აღმოჩნდა არა მარტო ეფექტიანი, არამედ აუცილებელიც იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რასაც მივაღწიეთ და ეს შედეგი არის ის, რომ საქართველო დღეს არის ერთგვარი მწვანე კუნძული როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში და მსოფლიო მასშტაბითაც კი, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაცემები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, მიღწეული შედეგების შენარჩუნება მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.



"ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მინიმალური შეზღუდვების ძალაში დატოვება, რომელსაც ეს კანონი ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკიდურესი ზომაა. ამ შემთხვევაში, გვაქვს იმის საშუალება, რომ არ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად, მათ შორის, საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ის არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 31 ოქტომბერს და შედარებით რბილი ზომებით, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, ჩვენ შეგვიძლია, განვაგრძოთ პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა და შევინარჩუნოთ ის ვითარება, რომელიც დღესაც არის ჩამოყალიბებული",- განმარტა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან იყო სპეკულაციური და დემაგოგიური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კანონით საქართველოში 15 ივლისამდე დიქტატურა მყარდებოდა. დეპუტატის თქმით, ეს სრული აბსურდი და ნონსენსია.



"ნახეთ, რომ 15 ივლისამდე საქართველოში არავითარი დიქტატურა არ დამყარებულა და უფრო მეტიც, შეგახსენებთ, რომ ვერავინ ვერ ახსენებს ვერცერთ შემთხვევას, ერთ შემთხვევასაც კი, სადაც ამ კანონის საფუძველზე ვინმეს ადამიანის ძირითადი უფლება არაკონსტიტუციურად შეეზღუდა. ასეთი არცერთი შემთხვევა არ არსებობს, ყველა შემთხვევა იყო აბსოლუტურად რაციონალური და აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია ამ კანონით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნისთვის. შესაბამისად, ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა