logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: მიხელ სააკაშვილმა თვითონ დაადასტურა, რომ არ არის უკრაინის  ოფიციალური წარმომადგენელი და სტატუსი არ აქვს
მამუკა მდინარაძე: მიხელ სააკაშვილმა თვითონ დაადასტურა, რომ არ არის უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი და სტატუსი არ აქვს
14:13 14.07.2020
"თავის დროზე, როდესაც მე პირადად ვიხუმრე, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიცე პრემიერად აღარ დაინიშნა, მადლობას ვუხდიდით უკრაინელ კოლეგებს და ვამბობდით, რომ ყავის მომდუღებლად თუ დაინიშნა, რა ვუყოთ-თქო - ერთი ამბავი ატეხეს ამაზე და გუშინ თვითონ დაადასტურა ამ კაცმა, რომ არ არის უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი და სტატუსი არ აქვს",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრობს.



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება სამწუხარო და ამორალურია.



"ძალიან სამწუხაროა, რომ უდიდესი ტრაგედია, რომელიც აისახა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებაში და რომელზეც უკვე მკვლელობის მუხლითაც მიდის გამოძიება, მაშველ რგოლად მიიჩნიეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და მათმა ტელევიზიებმა. ეს ძალიან სამწუხაროა და ამორალურია. რეალურად, გამოძიების ერთადერთი ინტერესია, რომ ამ საქმეზე დადგინდეს დეტალური, ამომწურავი სიმართლე, ჭეშმარიტება. სხვა ინტერესი გამოძიებას არ გააჩნია და ნაცვლად იმისა, რომ დავაცადოთ გამოძიებას და თითოეულ ჩვენებას არ მივცეთ რაღაც ცუდი ინტერპრეტაცია, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ პარალელურ გამოძიებას, ინტერპრეტირებულს, ძალიან ცუდად გადაცემულს საზოგადოებისთვის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს პიარულ, პარტიულ მიზნებს და ადამიანის გარადაცვალებით პარტიებმა არ უნდა ისარგებლონ და ამაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ ამ ქვეყანაში, რომ პიარული და პარტიული მიზნები არ შეიძლება აეწყოს და დაეფუძნოს ახალგაზრდა კაცის უდიდეს ტრაგედიაზე. ამაზე უნდა შევთანხმდეთ, ამას ვიხვეწებით ამ დღეების განმავლობაში, ამას მოვუწოდებთ მათ შორის პარტიულ ტელევიზიებს, რაც არ უნდა სუბიექტური მიზნები ჰქონდეთ, ნუ გამოიყენებთ პარტიული მიზნებისთვის და ხელისუფლების დაზიანებისთვის იმ საქმეს, სადაც 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ეხება თემა. რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, თავის დროზე, როდესაც მე პირადად ვიხუმრე, რომ ეს ადამიანი ვიცე პრემიერად აღარ დაინიშნა და მადლობას ვუხდიდით უკრაინელ კოლეგებს და ვამბობდით, რომ ყავის მომდუღებლად თუ დაინიშნა-მეთქი, რა ვუყოთ-თქო და ერთი ამბავი ატეხეს ამაზე და გუშინ თვითონ დაადასტურა ამ კაცმა, რომ მე არ ვარო ოფიციალური წარმომადგენელი და სტატუსი არ მაქვსო და რასაც მინდა იმას ვიტყვიო, თვითონ ადასტურებს ამას და მაშინ იყო მთელი პიარკამპანია, რომ როგორი ყავის მომდუღებელია სადაც დაინიშნა, როგორი სტატუსი აქვს და ასე შემდეგ -ასეთ ინტერპრეტაციები ჰქონდათ და გუშინ თვითონ თქვა, არ ვარ უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი, არ ვარ მოხელე, არ მაქვს ოფიციალური სტატუსი და ასე შემდეგ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა