logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძემ ამერიკის ელჩს აჭარის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო
თორნიკე რიჟვაძემ ამერიკის ელჩს აჭარის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო
13:50 14.07.2020
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა და მადლობა გადაუხადა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებს, ეკონომიკის სტიმულირებისა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.
"ამერიკის ელჩთან შეხვედრისას, განვიხილეთ, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, ის კონკრეტული პროგრამები, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება აჭარაში, სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომლებიც აქტუალურია პანდემიის ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩის მოღვაწეობით კიდევ უფრო გამყარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარა კორონავირუსის პირობებში, დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ტურისტების დაინტერესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.
,,ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ როგორც COVID-19-ით გამოწვეულ სირთულეებზე და ეკონომიკური რეაბილიტაციის გზებზე, ასევე იმ პოზიტიურ და ამბიციურ გეგმებზე, რაც საქართველოსთან, კერძოდ კი აჭარასთან მიმართებაში გვაქვს დასახული.
ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია, დიდი პოტენციალით. ვისაუბრეთ იმ ინიციატივებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაგეგმილი აჭარის რეგიონთან მიმართებაში.
მადლობას მოვახსენებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ მხარდაჭერისთვის. სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ამერიკული ხომალდის ,,პორტერის" ვიზიტი ბათუმში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის უპირობო მხარდაჭერას და თანამშრომლობას სამხედრო და საზღვაო მიმართულებით. მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველო-აშშ თანამშრომლობის კონტექსტში, ასევე საქართველოსა და ნატო-ს კავშირების გაძლიერების კუთხით"- განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწეულ შედეგზე, ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა