logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით სონღულაშვილმა  ვიდეო კონფერენციის მეშვეობით  ევროპარლამენტის  ვიცე პრეზიდენტთან  შეხვედრა გამართა
დავით სონღულაშვილმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
21:05 13.07.2020
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა ვიდეო კონფერენციის მეშვეობით შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის პირველ ვიცე პრეზიდენტთან (ირლანდიის ლიბერალ-კონსერვატორების პარტიიდან Fine Gael),), მეირიდ მაკგინესთან.



მხარეებმა, შეხვედრისას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკური გამოწვევები მიმოიხილეს. დავით სონღულაშვილმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ახალ საარჩევნო კოდექსზე, რაც მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადგმულ ნაბიჯებზე.



მხარეებმა აგრეთვე, ისაუბრეს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე, კომიტეტის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის ბაზარზე ქართული ბიზნესის კიდევ უფრო მეტ და აქტიურ წარმომადგენლობის მნიშვნელობას.



შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საპარლამენტო ურთიერთობებისა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.



მეირიდ მაკგინესმა პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად შეაფასა. თავის მხრივ, დავით სონღულაშვილმა ევროპარლამენტის პირველ ვიცე პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც საქართველოს კორონავირუსის კრიზისის გამოწვევებთან გამკლავებისთვის გამოეყო.



დავით სონღულაშვილმა ვიცე პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

აღსანიშნავია, რომ დავით სონღულაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა