logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტი განიხილა
ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტი განიხილა
18:47 13.07.2020
2020 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და გართულებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 11 ივლისს კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ადგილზე ვითარების სერიოზულ დესტაბილიზაციას უწყობს ხელს და წარმოადგენს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის მორიგ მკაფიო მაგალითს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა დაჭრილი და უკანონოდ დატყვევებული საქართველოს მოქალაქის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემის აუცილებლობას.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის - როგორც საქართველოში არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიის - როლსა და მნიშვნელობაზე ადგილზე ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და მისიის მონიტორებს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა