logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ამსახველი ანგარიში წარადგინა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ამსახველი ანგარიში წარადგინა
18:31 13.07.2020
2020 წლის 13 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმზე (HLPF), მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების თაობაზე საქართველოს ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ამსახველი ანგარიში წარადგინა.

ზემოხსენებული ფორუმი გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ეგიდით, ყოველ წელს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში იმართება, რომლის ფარგლებში ხდება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების შეფასება გლობალურ დონეზე. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წელს ღონისძიება ვირტუალურ ფორმატში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო გაერო-ს წევრი სახელმწიფოებიდან, რომელმაც HLPF-ზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიში წარადგინა.

2020 წლის ანგარიში ასახავს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიმართულებით, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოს მიერ განხორციელებულ ძალისხმევებს.

გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში სამი პრიორიტეტული მიმართულებით - ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სოციალური კეთილდღეობა, დემოკრატიული მმართველობა - მიღწეული პროგრესის, არსებული გამოწვევებისა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმების შესახებ. ხაზი გაესვა მიდგომის - "არავინ დარჩეს განვითარების მიღმა" განსაკუთრებულ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი, 93 ამოცანა და 200 ინდიკატორი ეროვნულ პრიორიტეტად აქვს განსაზღვრული.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს მიერ მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვისა და მათი შესრულების მონიტორინგის ხელშეწყობის კუთხით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოსა და მისი ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბებული 4 თემატური სამუშაო ჯგუფის - სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური განვითარების, მდგრადი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, დემოკრატიული მმართველობის - მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა საბჭოს და სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარის - საჯარო, სამოქალაქო, საერთაშორისო, აკადემიური და კერძო სექტორიდან - ჩართულობაზე.

აღინიშნა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება მიმდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაციის პირობებში. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნული ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის, უკანონო დაკავებებისა და ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევების გამო, ხსენებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების სიმძიმესა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებსა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის ნაწილი, რომელშიც მინისტრის მოადგილემ ლიეტუვას და სინგაპურის დელეგაციის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა