logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
18:30 13.07.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ისრაელი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა და არის მთელი რიგი მიმართულებები, სადაც თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს. "ელჩთან შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების მნიშვნელობაზე. ჩვენი ქვეყანა მიესალმება ისრაელთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა, მაგალითად, ტურიზმი, ეკონომიკა და კულტურა" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ.

ვიცე-სპიკერის თქმით, ელჩთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საელჩოს აქტიური ჩართულობა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი მუშაობის კუთხით, საიდანაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათ კონტრიბუციას ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებითა და ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV)-ის მიერ განხორციელებულ პროექტებს - "საუბრის დიდი ნაწილი შეეხებოდა ისრაელის საელჩოს მხრიდან განხორციელებულ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც ემსახურება საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას. ჩვენს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა, ასევე, ერთ-ერთი მთავარი სფეროა, რაც ემსახურება გამოცდილებისა და ცოდნის დონის ამაღლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით და პროფესიული კადრების მომზადების ხელშეწყობას. გარდა ამისა, განვიხილეთ ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (MASHAV)-ის აქტიური მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვითი მიმართულებებით" - აღნიშნა კახა კუჭავამ.



კახა კუჭავა მიასალმა საქართველოში ახლად-დაარსებულ ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატას და მათთან მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.



როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დიპლომატს, სხვა სტატუსით, საქართველოში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს და შესაბამისად, მისთვის კარგად არის ცნობილი ის მიღწევები და გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.



შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ კომუნიკაციასა და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა