logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების საკითხს მხარი დაუჭირა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების საკითხს მხარი დაუჭირა
20:22 10.07.2020
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი უძღვებოდა, განიხილეს პარლამენტის წევრების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის ინიციატივით წარმოდგენილი - პარლამენტის დადგენილების პროექტი "2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ".

მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც თავადაც ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ინიციატორთაგანია, განაცხადა, რომ ახალგაზრდობა ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი სეგმენტია და ამ კონცეფციის შექმნაც თვით ახალგაზრდებისათვის არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ და ამ პოტენციალის სრული რეალიზებისთვის კი აუცილებელია, რომ სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს მათ გამოწვევებს, გაატაროს თანმიმდევრული საჯარო და ინტეგრირებული ახალგაზრდული პოლიტიკა - ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად. საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციასაც სწორედ მთავარ ხაზად გასდევს - ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდების მიერ.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომიტეტში თავდაპირველად ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სწორედ ამ ჯგუფის ფორმატში მოხდა შეთანხმება ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის შექმნის შესახებ.

საკითხი განსახილველად პარლამენტის წევრმა ირინე ფრუიძემ გამოიტანა და მოკლედ ისაუბრა იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რაც ჯგუფის მიერ გამოიკვეთა ახალგაზრდობის პრობლემების მოკვლევებისა და შეფასებების შედეგად. მისი თქმით, ჩაატარეს არსებული ახალგაზრდული პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შეფასება, რამაც გამოავლინა გარკვეული ნაკლოვანებები პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში.

ირინე ფრუიძის განცხადებით, ძირითადი ნაკლოვანება იყო კოორდინაციის სისუსტე სახელმწიფო უწყებებს შორის, დაბალი ცნობიერება სახელმწიფო ინსტიტუტებში ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ, ფინანსების ნაკლებობა, ასევე რესურსების და კომპეტენციის ნაკლებობა, თავიდანვე სუსტად განსაზღვრული შეფასების ინდიკატორები და მონიტორინგის სისტემა.

"ჩატარდა ახალგაზრდების გამოკითხვები და კვლევა იმისათვის, რომ გვენახა, თუ რა ძირითადი გამოწვევები აქვთ ახალგაზრდებს, რა საჭიროებები გააჩნიათ და როგორია მათი ხედვა მომავალთან დაკავშირებით. კონცეფცია არის ათწლიანი - ეს არის სამომავლო ხედვა და სწორედ რომ ახალგაზრდებმა უნდა განსაზღვრონ, თუ როგორი უნდა იყოს მათი მომავალი, როგორ ხედავენ ამ გასავლელ პერიოდს, რა ძირითადი საჭიროებებია და როგორ უნდა უპასუხოს სახელმწიფომ ამ საჭიროებებს", - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მისი თქმით, ასევე შეისწავლეს ევროკავშირის გამოცდილებაც ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და ამის შედეგად შეიმუშავეს წარმოდგენილი დოკუმენტი.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული პოლიტიკის მიზნებზე და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც უზრუნველყოფილია ახალგაზრდების, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრების მონაწილეობა და ღირსეული დასაქმება, დაცულია მათი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, თანაბრად ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რესურსები და განვითარების შესაძლებლობები.

შესაბამისად, გამოიკვეთა შემდეგი სტრატეგიული პრიორიტეტები:

საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა;
ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა;
ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება;
ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სრულყოფა.
მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტში განსაზღვრული სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება ევალება საქართველოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას. დასახული მიზნების წარმატებით მიღწევა მოითხოვს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი პასუხისმგებელია კონცეფციის შესრულების ყოველწლიურ მონიტორინგზე. ამ მიზნით, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, კომიტეტი მოისმენს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ანგარიშს კონცეფციით დასახული მიზნების მიღწევის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდგომ კომიტეტი მოამზადებს და გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას.

წინამდებარე კონცეფციით დასახული მიზნები უნდა შესრულდეს 2030 წლამდე.

მან აქვე მადლობა გადაუხადა გაეროს სააგენტოებს, რომელთა ფინანსური და ტექნიკური დახმარებით შემუშავდა წარმოდგენილი კონცეფცია.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ახალგაზრდული კონცეფციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და ერთხმად აღნიშნეს მისი საჭიროების შესახებ.

საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა პარლამენტის დადგენილების პროექტს "2020 - 2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ" ერთხმად დაუჭირეს მხარი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა