„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკოლოზ ხაჩირაშვილი ახლადგარემონტებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს ესტუმრა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, რეაბილიტაციის შემდეგ სპორტულ ცენტრი 500-მდე მაყურებელს დაიტევს და მასში ვარჯიში სპორტის ყველა სახეობაში იქნება შესაძლებელი.
„რაც უფრო მეტი ასეთი ადგილი შეიქმნება, უფრო ვეტყვით არას-ნარკომანიას, არას - იმ მავნებლობას, რომელიც ქუჩებშია და სწორედ ასეთ ჯანმრთელ თაობას შეუძლია შექმნას უკეთესი მომავალი და საქართველო“ - განაცხადა ხაჩირიშვილმა.
დეპუტატობის კანდიდატმა დღესვე, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში ახალგაზრდებთან ერთად ივარჯიშა.

















