„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩზე 300-მდე ამომრჩეველს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ახვლედიანმა მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება განათლებაში არსებულ პრობლემებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომლობაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებსა და სამართლიანი ტარიფების დაწესებაზე გაამახვილა.
შეხვედრისას საუბარი ქუთაისში არსებულ წყლის მაღალ ტარიფებსაც შეეხო. ახვლედიანის განცხადებით, ქუთაისში განსაკუთრებით მწვავედ დგას სამართლიანი ტარიფების პრობლემა, რადგან ქალაქში ერთი კუბური მეტრი წყალი ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.
„ქუთაისელები არ არიან ხელისუფლების მონები, რომ წყლის ტარიფზე გაორმაგებულად გადაიხადონ. ეს არის უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი და უსამართლო პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. ჩვენ „ქრისტიან-დემოკრატები“ ხალხს ვპირდებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა აღნიშნული პრობლემა მოგვარდება და ქვეყანაში სამართლიანი ტარიფები დაწესება“ - განაცხადა ახვლედიანმა.

















