logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა, რათა საზოგადოება საკომუნიკაციო სერვისების გარეშე არ დარჩეს
კახა ბექაური: ჩვენ ამ ცვლილებებით უფრო მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვიდრე ლიცენზიის ჩამორთმევა და ავტორიზაციის შეჩერებაა, რათა საზოგადოება საკომუნიკაციო სერვისების გარეშე არ დარჩეს
14:03 10.07.2020
ჩვენ მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, ვინაიდან პირდაპირ ლიცენზიის ჩამორთმევით და ავტორიზაციის შეჩერებით , შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები დადგეს მომხმარებლებისთვის და ქვეყანამ ეკონომიკური ზიანი მიიღოს,- ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და და ჯარიმები გადაუხდელობის შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება, არ არის ეფექტური მექანიზმი, ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს.

,,საქმეც იმაშია, რომ თუ კომისიის გადაწყვეტილება არ სრულდება და ჯარიმებიც არ იქნა გადახდილი, ავტორიზაციის შეჩერების გამოყენება კომისიის მხრიდან ვერ უზრუნველყოფს საკომუნიკაციო სერვისების ჩანაცვლებას და ამით ზიანს მიიღებს მომხმარებელი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სერვისების გარეშე შეიძლება დარჩეს. კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არსობრივად, ჩვენ ზუსტად ვუწოდებთ, რომ არ ნაცვლდება მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორის ინფრასტრუქტურა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და მობილური საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა სხვა ავტორიზებული პირის მიერ ან ნაცვლდება პირდაპირ. ამიტომ შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები დაგვიდგეს ლიცენზიის ჩამორთმევით და ავტორიზაციის შეჩერებით. ამიტომ ჩვენ მსუბუქ ფორმას ვირჩევთ, რომ თუ ასეთი რამ მოხდა, რომ ერთი წლის მანძილზე გაფრთხილებამ და სამმა ჯარიმამ შედეგი არ გამოღო აღსრულების მხრივ, ნუ წავალთ პირდაპირ ლიცენზიის ჩამორთმევაზე და ავტორიზაციის შეჩერებაზე, რადგან რამდენიმე ძლიერი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მქონე შემთხვევაში, გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება დადგეს მომხმარებლებისთვის და ეკონომიკური ზიანი მიიღოს ქვეყანამ. ჩვენი მიზანია შემოვიღოთ უფრო მსუბუქი ფორმა დროებითი მმართველის სახით, რათა არ დაზარალდეს საზოგადოება და სახელმწიფო",- განაცხადა კახა ბექაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა