logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი
გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი
11:51 10.07.2020
ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შაქარაშვილის საქმის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა ყველამ ხელი შეუწყოს გამოძიებას და გამოძიების დასრულების შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასებები.



"როდესაც მე ვსაუბრობ, რომ სამწუხაროდ, ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, პოლიტიკურ შეფერილობას იძენს, სწორედ ამას ვგულისხმობ. მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა, უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. შესაბამისად, მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც, სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ახლა ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. როდესაც გამოძიება დასრულდება და შედეგი იქნება, შემდგომ შეიძლება შეფასება. ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობების მიღმა", - განაცხადა გორგი გახარიამ.



ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მას კითხვები სამართალდამცავების მიმართ, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა კანონდარღვევა, ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა.



"მთავარი ის არის, რომ გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე დაისაჯოს. სასჯელის გარდაუვალობა - ეს არის ის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უნდა აღსრულდეს. თუ გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა, ან გამოძიების პროცესში ჩართულმა პირმა დაუშვა ან კანონდარღვევა, ან შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელმაც უნდა დაიწყოს კიდევ სხვა გამოძიება, ეს დაადგინოს და ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა