logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა
ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს შეხვდა
19:19 09.07.2020
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, ვიცე- პოლკოვნიკ ლარს უკერვიტცს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საკითხებზე.
"ჩვენ, პირველ რიგში, ორივე მივესალმეთ იმ პარტნიორულ ურთიერთობას, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულია საქართველოსა და გერმანიას შორის. გავცვალეთ მადლობები თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის საკითხებზე და აქაც უდავოა ჩვენი გამოკვეთილი თანამშრომლობა, პარტნიორობა და მიღწეული შედეგები. ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ, მათ შორის, მომზადებას გადიან გერმანიაში, რაც ძალიან კარგია", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო კოვიდ - 19-ის პანდემიით შექმნილ ვითარებას.
"შევაფასეთ მიმდინარე ვითარება პანდემიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ორივე ქვეყანას აქვს წარმატებული შედეგები პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და გერმანია არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელთანაც საქართველომ საჰაერო მიმოსვლა გახსნა", - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი სესიაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული ვითარება და რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები განიხილეს.
"რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოს მთავარ საფრთხეზე - ოკუპაციაზე. მიმოვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთსა და ცხინვალში. რა თქმა უნდა, გერმანია ყოველთვის არის ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი, როცა საქმე შეეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ვისაუბრეთ იმ ჰიბრიდულ საფრთხეებზეც, რაც რუსეთისგან მომდინარეობს, იქნება ეს - პროპაგანდა, ფეიკ ნიუსი, დაზვერვა თუ სხვა საკითხები", - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბუნდესტაგისა და საქართველოს პარლამენტის გამოცდილება, რომელიც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლს.
"საქართველოს პარლამენტმა წლების განმავლობაში გამოიყენა გერმანიის ბუნდესტაგის ძალიან კარგი გამოცდილება საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით და არაერთი რეგულაცია გვაქვს ერთნაირი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყანა და პარლამენტი დგას სწორედ იმ რეფორმების გზაზე, რომელიც ეფუძნება ევროპულ დემოკრატიას და ისეთი ქვეყნების გამოცდილებას, როგორიც არის გერმანია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეები შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა