logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალურ დირექტორს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალურ დირექტორს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა
16:23 09.07.2020
საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის წარმატებული დინამიკა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პოზიტიურ შედეგებს და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტიანი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განისაზღვროს კონკრეტული ამოცანები, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი იყოს მეტად წარმატებული, ინკლუზიური და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შემდგომ ასპექტებზე, რომელიც მათ შორის, მოიცავს როგორც სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავებას, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების გაფართოებას, რათა საქართველოს მეტმა მოქალაქემ შეძლოს ამ პროგრამებით სარგებლობა. სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის როლი და მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ თვალსაჩინო შედეგებს და აღნიშნა, რომ პარტნიორობის 10 წლის თავზე საჭიროა ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რათა შემდგომი პერიოდიც იყოს ასევე ეფექტიანი და ხელი შეუწყოს ინტეგრაციის პროცესს.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტულ მიმართულებას - „მწვანე შეთანხმებას“ და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, იყოს ამ თვალსაზრისით კარგი და სანდო პარტნიორი, რამდენადაც ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წარმოების ბევრი შესაძლებლობა არსებობს.

შეხვედრაში ევროკავშირის მხრიდან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ხოლო საქართველოს მხრიდან - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთბათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი მონაიწლეობდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა