logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ოქრიაშვილი ISFED-ის ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება
კახა ოქრიაშვილი ISFED-ის ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედურ ანგარიშს ეხმაურება
13:42 09.07.2020
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა, კახა ოქრიაშვილმა ISFED-ის მიერ წარდგენილი ანარიშის შესახებ განცხადება გააკეთა, რომელსაც სრულად და უცვლელად გთავაზობთ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება:

სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეების მატერიალური ან სხვა სახის დახმარება კანონდარღვევად ითვლება „არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით“. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ასეთი აქტი გამოცემული არ არის. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის 1 პუნქტში, „ამომრჩევლის მოსყიდვა“ დეტალურადაა განმარტებული და ნათელია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის პირველადი საკვები პროდუქტით დახმარება (პროდუქტების კალათის ღირებულება არ აღემატებოდა 100 ლარს) არის სოციალური პასუხისმგებლობის აქტი და არა „ამომრჩევლის მოსყიდვა“.

ISFED-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ იგი მოიცავდა 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს და ასევე, მოგვეცა რეკომენდაცია, თანხები შევწიროთ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ.

სრულად ვიზიარებ აღნიშნულ რეკომენდაციას და შევახსენებ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - მთავრობის პირველივე საჯარო განცხადებისთანავე, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის შექმნის შესახებ, მე გახლდით ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ფონდს 300 000 ლარი შესწირა. აქვე დავაზუსტებ, რომ აღნიშნულ ფონდში თანხა 2020 წლის 21 მარტს გადაირიცხა, ხოლო 16 000 ოჯახს პროდუქტით დახმარება 2020 წლის 28 აპრილიდან, 1 კვირის განმავლობაში გაეწია და არა 1 ივნისიდან 4 ივლისამდე პერიოდში.

და ბოლოს, ჰუმანიტარულ ჭრილში, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ უკიდურესად დაამძიმა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აპრილ-მაისის პერიოდში იწყება სამეურნეო მიწების დამუშავება და არა მოსავლის აღება, სოფლად მცხოვრები უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ითხოვდნენ შველას. ამიტომ მიმაჩნია, ჩემს მიერ ამ ოჯახების დასახმარებლად გაღებული პირველადი საჭიროების პროდუქტი გახლავთ მათი სოციალური მდგომარეობის მცირედი შემსუბუქება და არა „მოსყიდვა“. მჯერა, საზოგადოება სწორად შეაფასებს ჩემს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს", - ნათქვამის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა