logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე მოიწონეს
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე მოიწონეს
12:57 09.07.2020
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის უმთავრესი მიზანი გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციისა და შერბილების სამართლებრივი რეგულირებაა.

კანონპროექტის დამტკიცებით, შეიქმნება სამართლებრივი ბაზა, რომლის საფუძველზეც, გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში, ყველა საწარმოს და არა მხოლოდ მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს, ექნებათ ვალდებულება, განახორციელონ შესაბამისი შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებები. ამ ღონისძიებების მაქსიმალურად მოკლე ვადაში გასატარებლად, კომპანიებმა/საწარმოებმა, საქმიანობის განხორციელებამდე, უნდა უზრუნველყონ მყარი ფინანსური რესურსის მობილიზება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა, მთლიანად აგებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში და მას არა აქვს განსაზღვრული მიზნობრიობა, მოხმარდეს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას.

მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, ახალ კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რაც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას არა თანხობრივად, არამედ ითვალისწინებს ზიანის შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას. პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი გარემოს, თავად არის ვალდებული გასწიოს ხარჯი და გამოასწოროს ზიანის შედეგები.

კანონპროექტის მოქმედება და შემცირება/აღმოფხვრის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევებზე, ხოლო უმნიშვნელო ზიანის შემთხვევაში, ოდენობის განსაზღვრა მოხდება „გარემოზე მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშზე აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას.

კანონპროექტს შემოაქვს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, რაც უფრო ეფექტიანს გახდის მსხვილი სამრეწველო საწარმოების კონტროლის პროცედურებს. ამავდროულად, კანონპროექტს თან ერთვის ცვლილებები სამართალდარღვევათა კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც მაღალი საჯარიმო სანქციები დაწესდება იმ საწარმოებისთვის, რომელიც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით დააბინძურებენ.
კანონპროექტის მიღებით ჩამოყალიბდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დაეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის პრინციპს“ და რომლის მიზანიც იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენცია და აღმოფხვრა/შერბილება და აღდგენა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა