კოალიცია „ქართული ოცნების“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბმა ახალი პროექტი
- „ჩვენ ამას შევცვლით“ დაიწყო.
პროექტის თანახმად, საარჩევნო შტაბში არსებული მედიაჯგუფი საბურთალოს ოლქში მცხოვრებ ყველა იმ ოჯახს ეწვევა, რომლებიც თავად მიმართავენ მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს ან თავად შტაბი მოიძიებს ინფორმაციას კონკრეტული ოჯახების პრობლემის შესახებ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, მედიაჯგუფი არსებულ პრობლემებს შისწავლის და ვიდეომასალების საშუალებით მათ საზოგადოებას გააცნობს. ვიზიტები შედგება სოციალურად დაუცველ, მიწისძვრით დაზარალებულ და იმ ოჯახებში, რომლებსაც კერძო საკუთრება უკანონოდ ჩამოართვეს.
მედიაჯგუფის მიერ მომზადებული ვიდეომასალა სოცალურ ქსელ „ფეისბუქში“, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.

















