logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პერიოდში, ფისკალური პოლიტიკა იყო ძალიან სწორი და დროული
ბექა ლილუაშვილი: საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, პანდემიის პერიოდში, ფისკალური პოლიტიკა იყო ძალიან სწორი და დროული
14:53 08.07.2020
განსაკუთრებული აქცენტი დაისვა იმაზე, რომ პანდემიის პერიოდში ფისკალური პოლიტიკა იყო ძალიან სწორი და დროული, ის ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ გაატარა პანდემიით დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, ბიზნესის მხარდასაჭერად იყო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და ძალიან მასშტაბური ქვეყნის რესურსებთან შედარებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტები განაგრძობენ საქართველოს მთავრობის კონსულტირებას პოსტპანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით.

„გვქონდა მორიგი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ეკონომიკური ექსპერტები, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. ამ შეხვედრაზე განვიხილეთ ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც ექსპერტების მიერ შეფასდა, როგორც პანდემიის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე მომდევნო ღონისძიებები და რეკომენდაციები მათი მხრიდან. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ფისკალური პოლიტიკის მომავალ განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ქვეყნის წინაშე სხვადასხვა გამოწვევა არსებობს და ამას სჭირდება მკაფიო და მძლავრი პასუხები. მათი მხრიდან დაისვა აქცენტები, რომ საკმაოდ მცირდება ქვეყნის ფისკალური სივრცე იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ფისკალური მხარდაჭერის ღონისძიებები მომავალშიც განხორციელდეს. შესაბამისად, ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ ორიენტიერებული იმაზე, რომ ჩვენი მხარდაჭერის ღონისძიებები იყოს მიზნობრივი და სოციალურად ორიენტირებული“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საუბარი შეეხო, თუ რამდენად არსებობს ფისკალური სივრცე იმისთვის, რომ მოხდეს მიმდინარე ხარჯების შემცირება.

„ექსპერტების მიერ აღინიშნა ისიც, რომ საქართველოში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები საკმაოდ დაბალია სხვა მსგავს ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, აქ რაიმე არსებითი სივრცე დარჩენილი არ არის. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოს ბიუჯეტში უკვე განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები და მოხდა მიმდინარე ხარჯების შემცირება. მთავარი ორიენტირი, რაც მათ მიერ იქნა დასმული არის ის, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველა ის რეფორმა, რომელსაც ახორციელებს და უნდა იფიქროს, ჰორიზონტალური მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა მოვახდინოთ კერძო სექტორის მხარდაჭერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა