logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირთან ფრენების საკითხი პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარათ
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირთან ფრენების საკითხი პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარათ
14:29 08.07.2020
„როდესაც ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან ხელშეკრულება ფორმდება, ყველაფერი გაწერილია ორმხრივად იმისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს და არც თავად არიან დილეტანტები საიმისოდ, რომ საკუთარ მოქალაქეებს შეუქმნან პრობლემები “,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოს მიერ ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის გახსნას.

გიორგი ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული ვითარება შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, თურქეთში მძიმე ეპიდვითარებაა.

„როდესაც ევროკავშირთან ფრენების საკითხი ყალიბდება, რა თქმა უნდა, ეს პროფესიონალურად განიხილება და არა ჰაიჰარათ. ასე რომ, შენიშვნებს, წინადადებებს, განცხადებებს, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს შეიძლება საერთოდ იგნორირება გაუკეთო, იმიტომ, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი არის საზოგადოებაში რაღაც ეჭვების შეტანა, თითქოს რაღაც არასწორად კეთდება. დესტრუქციული ოპოზიცია დავარქვით და ზუსტად შეესაბამება თავის სახელს. მით უმეტეს, თურქეთის თემასთან დაკავშირებით. უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლი არის საკმაოდ დაბალ დონეზე იმისთვის, რათა ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, რომ ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენონ და შემდეგ, ჩამოსულებმა კიდევ რისკი შეუქმნან ჩვენს მოქალაქეებს, თორემ, ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კარების გახსნა, მაგრამ ის სირთულეზე, რაც შეიძლება ამან მოიტანოს, აბსოლუტურად არ არის პასუხისმგებლობა ამ ე.წ. ოპოზიციის. უპასუხისმგებლო ხალხია და არანაირ პასუხისმგებლობის აღებას არც აპირებენ საკუთარ თავზე. ვითარება რომ დამძიმდეს, ამის შემდეგ კაციშვილს ვერ იპოვით, რომ პასუხი გაგცეთ იმაზე, თუ რას ლაპარაკობდნენ რამდენიმე დღის წინ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანურად მიღებული.

„ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე. ვითარებაა თვითონ რთული ქვეყანაში. ეკონომიკური საფრთხე არ არის ნაკლები პანდემიის საფრთხეზე, მაგრამ პანდემია აზიანებს პირდაპირ ადამიანის ჯანმრთელობას, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებები სპონტანურად ჩვენს მთავრობაში არ მიიღება. გარანტიების მაქსიმუმი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას ჯანმრთელობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა