logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი:  ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, Lufthansa-სთან  მიღწეულია შეთანხმება, რომ აგვისტოდან კვირაში ორი რეისი განხორციელდება
ირაკლი ჩიქოვანი: ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, Lufthansa-სთან მიღწეულია შეთანხმება, რომ აგვისტოდან კვირაში ორი რეისი განხორციელდება
12:15 08.07.2020
ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით რომელთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან. მათ შორის, Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ აგვისტოდან კვირაში ორი რეისი განხორციელდება, ასევე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს AirBaltic-სა და AirFrance-თან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.


მან კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით დანიშნული სპეციალური რეისების განრიგი და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 200 ევროს არ გადააჭარბებს.


"კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, სპეციალურ რეისებს განახორციელებს ორი ავიაკომპანია - Wizzair-ი და Myway Airlines-ი 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთების ფასი როგორც აქამდე საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი. ასევე, შეგახსენებთ, რომ კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები "აირზენა" შემდეგ ქალაქებში : ვენა, ამსტერდამი და თელავივი. აქვე გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში განხორციელდება ერთჯერადად სპეციალურ რეისი კატარის დედაქალაქიდან, დოჰადან, საიდანაც საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ნარჩუნდება იგივე რეჟიმი, რა რეჟიმიც დღეს მოქმედებს. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციების შესაბამისად 2 კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა ისე ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ყველა გადაწყვეტილება რომელიც არის მიღებული ეყრდნობა ამ ორ მთავარ პრიორიტეტს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ქვეყანაში როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა