logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა რურუას საქმეზე - ის, რომ ადამიანს აქვს 48 იარაღი, მაღალი ალბათობით იმას უფრო ამტკიცებს, რომ მას 49-ეც ექნებოდა და არა პირიქით
ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა რურუას საქმეზე - ის, რომ ადამიანს აქვს 48 იარაღი, მაღალი ალბათობით იმას უფრო ამტკიცებს, რომ მას 49-ეც ექნებოდა და არა პირიქით
09:51 08.07.2020
"ნაციონალური მოძრაობის" დეგრადაციაზე მისი დრამატული დეკვალიფიკაციაც მეტყველებს. ის, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას ჰქონდა 48 რეგისტრირებული იარაღი, ეს არა ბრალდების გამაბათილებელი, არამედ, ჩემი აზრით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "არენა" "ქართული ოცნების" კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობის" დეგრადაციაზე მისი დრამატული დეკვალიფიკაციაც მეტყველებს. ის, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას ჰქონდა 48 რეგისტრირებული იარაღი, ეს არა ბრალდების გამაბათილებელი, არამედ, ჩემი აზრით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს როგორც ფორმალური ადვოკატი, ასევე არაფორმალური ადვოკატები ამ პოლიტიკური ძალის სახით, მათი პოლიტიკური და სამართლებრივი დეკვალიფიკაცია მე უბრალოდ მაოცებს. როდესაც ადამიანს 48 რეგისტრირებული იარაღი აქვს, მეტყველებს თუ არა ეს იმაზე, რომ მას აქვს არაჯანსაღი დამოკიდებულება იარაღის ფლობასთან დაკავშირებით. მას აქვს 48 რეგისტრირებული იარაღი და არც ერთის ტარების უფლება. ამიტომ როდესაც სასამართლოზე წარდგება ბრალდება, მე რომ წარმოვადგენდე ბრალდების მხარეს, ვეცდებოდი, ნაფიც მსაჯულებს თუ მოსამართლეს ვუთხრა, რომ იმ კონკრეტული მტკიცებულებების გარდა, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერდიქტის გამოტანის დროს მოსამართლე ხელმძღვანელობს, ერთი მხრივ, ბრალდებულის პიროვნებით ანუ მისი წარსულით, მეორე მხრივ კი, იმ სოციალური ფაქტორებითა და არგუმენტაციით, რომელიც ყველასთვის ნაცნობია. თქვენს სახლში რომ იპოვონ 48 ცოცხი, ხომ იფიქრებენ, რომ დალაგებისადმი გაქვთ არაჯანსაღი დამოკიდებულება? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ადამიანებს უდებდნენ ნარკოტიკს? ვამბობდით, რომ ამ კაცს სიგარეტიც კი არასდროს მოუწევია, როგორ ექნებოდა ნარკოტიკი? ის რომ ადამიანს აქვს 48 იარაღი, მაღალი ალბათობით იმას უფრო ამტკიცებს, რომ მას 49-ეც ექნებოდა, და არა პირიქით. ჩემი აზრით, ამ გარემოებას, ამ საჩუქარს კომპეტენტური პროკურორები ხელიდან არ გაუშვებენ. ადვოკატის ხელოვნებასაც აქვს ზღვარი. როდესაც მტკიცებულებები ამდენად ცხადია, ამას ვერც კონი და ვერც პლევაკო უშველის", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა