logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლაშა ნაცვლიშილი: ჭაკუას ექსტრადირებამ აჩვენა, რომ სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი ჯერ არავის გაუუქმებია და ყველას კართან დაიჩოქებს მართლმსაჯულების მანქანა
ლაშა ნაცვლიშილი: ჭაკუას ექსტრადირებამ აჩვენა, რომ სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი ჯერ არავის გაუუქმებია და ყველას კართან დაიჩოქებს მართლმსაჯულების მანქანა
09:34 08.07.2020
"კრიმინალურმა ოპოზიციამ იცის, რომ თავისუფალ არჩევნებში მათ არანაირი შანსი არ აქვთ. ახლა მათ აქვთ ორი გზა: პირველი არის ლობიზმი, რომ გარედან შეარყიონ "ქართული ოცნების" ავტორიტეტი და ხანდახან ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევის გზით საკუთარ თავს წარმატებაში ირწმუნებენ, თუმცა ყველაფერი ფიასკოთი უმთავრდებათ. მეორე გზა - რაღაცა შეეშალოს, რაღაცა დაიმართოს ამ ხელისუფლებამ- ამის შესახებ "ქართული ოცნების" კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გირგვლიანის საქმესა და შაქარაშვილის საქმეს შორის პარალელის გავლება სწორი არაა.

"მერამდენე გირგვლიანია თქვენს მეხსიერებაში გიორგი შაქარაშვილი? თათუხაშვილი გახსოვთ? ხორავა გახსოვთ? საინფორმაციო ჰიგიენიდან გამომდინარე პატივს გცემთ თქვენ და თქვენს მაყურებელს და გირგვლიანის საქმისა და შაქარაშვილის საქმის გაიგივების ორგანიზატორთა მხილებასაც არ ვიკადრებ, იმიტომ რომ ეს მაყურებლის ინტელექტის შეურაცხყოფა იქნება. სახელმწიფომ შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლის დაკვეთით მოკლა ადამიანი და გააყალბა საქმე. აქ კი ყოფით ნიადაგზე მომხდარი ტრაგედია, რომელიც ჯერ გახსნილიც არაა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ჯერ ქმედებებსა და გარდაცვალებას შორის ჯერ ბოლომდე დადგენილი არაა. თუ რაიმე სიმძიმე აქვს სამართალდამცავ საქმიანობას, ეს არის თვალებამოღამებული, ცხოვრებაგაუბედურებული დედის ნახვა - ეს ძალიან მძიმე ამბავია. გვარამია და ადეიშვილი უნდა იყო, რომ ენუქიძეს უყურო და უკეთო ის, რასაც უკეთებდნენ. როდესაც ადვოკატი შალვა შავგულიძე თაკო სალაყაისა და დათა ახალაიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ამოღებას ითხოვდა, და ბოკერია ტელეეთერიდან ამას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებდა, ბოკერიას კანდიდატი რომ იქნება არჩევნებზე შავგულიძე, ამ ცინიზმითა და უტიფრობით რასაც მოიგებენ, ერთმანეთს გაუყონ - შავგულიძემ ბოკერიას, ბოკერიამ რურუას, მან კი ლონდონისკენ ოქუაშვილს. ჭაკუას ექსტრადირებამ აჩვენა ერთი რამ - სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი ჯერ არავის გაუუქმებია. ყველას კართან დაიჩოქებს მართლმსაჯულების მანქანა, ეიხმანების პროცესები წინ არის და ჭაკუა იყო ერთ-ერთი პირველი სიგნალი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა