logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს უმასპინძლა
მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს უმასპინძლა
17:50 06.07.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს უმასპინძლა და მასთან საქართველოსა და უნგრეთს შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელმა პიტერ სიიარტოს მადლობა გადაუხადა განათლების სხვადასხვა საფეხურზე მჭიდრო თანამშრომლობისათვის და საქართველოში უნგრეთის საელჩოს ნაყოფიერი საქმიანობისათვის საგანმანათლებლო კუთხით. მინისტრი სასტიპენდიო პროგრამას “Stipendium Hungaricum” შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას აძლევს და ერებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე საუბრისას მიხეილ ჩხენკელმა ცნობილ უნგრელ მათემატიკოსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული მათემატიკური სკოლის მსგავსად, უნგრული მათემატიკური სკოლა საერთაშორისოდ აღიარებულია. მინისტრმა ქართველი და უნგრელი მეცნიერების მონაწილეობით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც განიხილა, მათ შორის, Horizon Europe-ის ფარგლებში.

მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ სტუმარს ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მნიშვნელოვან შესაძლებლობად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა შესთავაზა და პიტერ სიიარტოს მსოფლიო დონის მეგა-პროექტის კონცეფცია გააცნო. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ღირებულების ქველმოქმედება განახორციელა, სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბრიდან მიიღებს. ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან, მათ შორის, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სწორედ მასთან ერთად შეიქმნა ის აკადემიური პროგრამები, რომლითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ოპერირებას დაიწყებს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტში ლექციებს ცნობილი ქართველი და უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ როგორც აუდიტორიაში, ისე დისტანციურად და აღნიშნა, რომ მიესალმება უნგრელი მეცნიერების ჩართვას სასწავლო და კვლევით პროცესში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა უცხოელ, მათ შორის, უნგრელ სტუდენტებსაც შეეძლებათ, ვინაიდან სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრიც დაარსდება, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან ერთად განხორციელდება თანამედროვე კვლევები სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. ადრონული თერაპიის ცენტრში, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ 40 მილიონი ევროთი დააფინანსა, განთავსდება ორი ციკლოტრონი. ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – ონკოლოგიაში სამეცნიერო-კვლევით პროცესს. პიტერ სიიარტომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეგა-პროექტს მაღალი შეფასება მისცა და თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე სპორტის მიმართულებით. მიხეილ ჩხენკელმა სტუმარს საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების კუთხით თავისი ხედვა გააცნო, რომლის განხორციელება პანდემიის დასრულების შემდგომ გახდება შესაძლებელი. შეხვედრის დროს მინისტრებმა საზეიმოდ მოაწერეს ხელი განახლებულ მემორანდუმებს, რომლებიც თანამშრომლობის გაფართოებას ორი მიმართულებით ითვალისწინებს: უნგრეთის სასწავლო სტიპენდიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან. შეხვედრის დროს ხელი მოვაწერეთ ორ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, პირველი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლების მიმართულებით, კერძოდ, განვითარდება და გაგრძელდება „Stipendium Hungaricum“-ის პროგრამა. მეორე დოკუმენტი ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. მინისტრთან ასევე ვისაუბრეთ სპორტის სფეროში თანამშრომლობაზე, კერძოდ, საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებაზე.“

პიტერ სიიარტო: „მსურს მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიმართ იმ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რომლის გამოცდილებაც უკვე გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, თანამშრომლობის გაღრმავების გზით განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ყალიბდება ხალხთა შორის ურთიერთობაც, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.“

განახლებული მემორანდუმის საფუძველზე გაღრმავდება ქართულ-უნგრული თანამშრომლობა საგანმანათლებლო კუთხით. მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამის - “Stipendium Hungaricum”-ის პარალელურად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს ორგანიზებით, ამოქმედდება ქართულ-უნგრული პროფესიული სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც თეორიულ საგანმანათლებლო კურსებთან ერთად პრაქტიკულ პროგრამებსაც მოიცავს. უნგრეთი საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს ერთ-ერთი აქტიური პარტნიორია. 2017 წლიდან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება სასტიპენდიო პროგრამა “Stipendium Hungaricum”, რომლის შედეგადაც, ყოველწლიურად, საქართველოს მოქალაქეები უნგრეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე და განსხვავებულ პროგრამებზე, მათ შორის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, კერძოდ, მათემატიკასა და ბიოლოგიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებას, თანამშრომლობის სფეროებს არქეოლოგიაც დაემატება, რაც მეცნიერებს ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების განხორციელებისა და საქართველოსა და უნგრეთში დაცულ არქეოლოგიურ არტეფაქტებზე სამეცნიერო კვლევების განხორციელების საშუალებას მისცემს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა