logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი ევროკავშირთან მიმოსვლის აღდგენაზე - ვმუშაობთ ყველა სახელმწიფოსთან, რომ შევიმუშაოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის საშუალებას მოგვცემს
ირაკლი ჩიქოვანი ევროკავშირთან მიმოსვლის აღდგენაზე - ვმუშაობთ ყველა სახელმწიფოსთან, რომ შევიმუშაოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის საშუალებას მოგვცემს
16:03 06.07.2020
მინდა, გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, ეს არის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაცია საკუთარი წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომ 15 ქვეყანა და მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ არის საქართველო, არის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი და მათთან მიმოსვლა და ამ სახელმწიფოებიდან, ანუ საქართველოდან მგზავრების მიღება უსაფრთხოა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ამას ვაფასებთ და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ როგორც ხელისულფებამ, ისე ჩვენმა მოქალაქეებმა შევძელით, მნიშვნელოვანი შედეგი დაგვედო Covid-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით და ამას მოჰყვა საერთაშორისო აღიარება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ეს აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველო მუშაობს ყველა სახელმწიფოსთან, იმისთვის, რომ შემუშავდეს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ეს აღიარება არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ეს რეკომენდაცია როგორც იცით არ არის სავალდებულო და თითოეულ სახელმწიფოს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აქვს თავისუფლება დააწესოს კონკრეტული პროცედურები მიმოსვლასთან დაკავშირებით. საქართველო მუშაობს ყველა სახელმწიფოსთან, იმისთვის, რომ შევიმუშაოთ ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებული იქნება იმ პროცედურებთან, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ამ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის. ამასთან, არის გარკვეული ლოჯისტიკური, ტექნიკური საკითხები, რომლებსაც, რამდენიმე თვის შემდგომ, რაც პრაქტიკულად გაჩერებულ რეჟიმში ვიყავით, მსოფლიო გაჩერებულ რეჟიმში იყო, სჭირდება მოწესრიგება და მოგვარება. ეს მოლაპარაკებები არის ძალიან ინტენსიური, მოითხოვს ინდივიდუალურ მოლაპარაკებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები, რომლებზეც დამატებით კიდევ იქნება მსჯელობა. კონკრეტულ მიმართულებებთან და ვადებთან დაკავშირებით შეგვიძლია, ვისაუბროთ მოგვიანებით და ამას საზოგადოებას გავაცნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აღმოჩნდა უსაფრთხო სახელმწიფოების ჩამონათვალში და როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ევროპელი კოლეგები იზიარებენ მოსაზრებას, რომ შემდგომში მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს თანმიმდევრული, მეცნიერულ კვლევებსა და ეპიდემიოლოგების რჩევებზე დაყრდნობილი. ამ გადაწყვეტილებებმა არ უნდა დააზიანონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აქამდე იქნა მიღებული და მოგვიტანა ასეთი დადებითი შედეგი,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა