logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი ეწვია
საქართველოს ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი ეწვია
13:34 06.07.2020
2020 წლის 6 ივლისს, საქართველოს ვიზიტით ეწვია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისთვის და საქართველოში ვიზიტის განხორციელებისათვის, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში პირველ მაღალი დონის ვიზიტს წარმოადგენს.

მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს პანდემიის დროს საქარათველოსა და უნგრეთს შორის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას. მინისტრებმა აღნიშნეს არსებული პოზიტიური სურათის შენარჩუნების აუცილებლობას და ფრთხილ მიდგომებს.

“საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში; ევროპაში ინფიცირებულების ყველაზე მცირე რაოდენობა სწორედ საქართველოზე მოდის. მინდა საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. უნგრეთიც წარმატებულია პანდემიასთან ბრძოლაში და ვფიქრობ, იმისათვის, რომ ორივე ქვეყანამ მომავალშიც შეინარჩუნოს ეს მიღწევა, ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა არის უმთავრესი. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ საზღვრის გახსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები. სავსებით გვესმის, რომ საქართველომ გაახანგრძლივა ამ მხრივ შეზღუდვა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანას წარმატებები გვაქვს ამ სფეროში, ორივე ქვეყანა ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ბევრი უნგრელია ვისაც სურს საქართველოში ჩამოსვლა. შევთანხმდით,რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივად გაცვლის ინფორმაციას ამ მიმართულებით” - აღნიშნა პიტერ სიიარტომ შეხვედრის შემდგომ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უნგრეთის მხრიდან საქართველოს ღია და მკაფიო მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა აფიქსირებს ყველა მნიშვნელოვან საკითხში, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორუმებზე.
თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა მადლიერებით აღნიშნა, რომ უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. არ არსებობს არცერთი მაღალი დონის კონფერენცია, ღონისძიება, სადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ბოლო პერიოდში ამის ნათელი მაგალითებია ნატოს მინისტერიალი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.

შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა განათლების სფეროში, ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მინიჭების თვალსაზრისით და კულტურული თანამშრომლობის კუთხით.
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს უნგრულ ავიაკომპანია “Wizz Air:-თან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში, ქუთაისის აეროპორტში ოპერირებს ევროპის მიმართულებით. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კომპანია წარმატებით თანამშრომლობს საქართველსოთან და აღნიშნა, რომ მას მერე, რაც კომპანია განაახლებს სრული მასშტაბით ოპერირებას, მისი ერთ-ერთი პრიორტეტული მიმართულება კვლავ საქართველო იქნება.

“უნგრეთის სულ უფრო მეტ მოქალაქეს სურს საქართველოში ჩამოსვლა. გასულ წელს ჩამოვიდა 7,000-მდე უნგრელი და მოინახულა საქართველო. პანდემიის პირობებში, ბუნებრივია, ძალიან შემცირდა ფრენები, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე, ან უნგრეთზე გავრცელებული სპეციფიკა. კომპანიამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში შეამცირა ფრენები. თქვენი მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა Wizz Air-ის მუშაობას საქართველოს ტერიტორიაზე და ხელს უწყობდა მას ამაში. ეს დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ავიაკომპანია აუცილებლად იპოვის თავის ადგილს მსოფლიოში” - განაცხადა სიიარტომ.

ამავე საკითხზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ Wizz Air არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნგრული კომპანია საქართველოში, რომელიც გააგრძელებს საქართველოში ყოფნას და კავშირების გაღრმავებას, როგორც უნგრეთთან, ისე ევროპასთან, საქართველოს მოქალაქეების წვდომის თვალსაზრისით: „ავიაკომპანია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროპასთან მჭიდრო კავშირში“ - თქვა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან. პიტერ სიიარტო ასევე ესტუმრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა