4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამერიკელს ხალხსა და ამერიკის მთავრობას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ულოცავს.
"4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა!
მსურს, მთელი გულით მივულოცო ეს დღე ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას, ელჩს საქართველოში, აგრეთვე ჩემს ამერიკელ მეგობრებს!
ძალიან დიდია ამერიკის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორისროლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქისთვის, ეს განსაკუთრებულად საამაყოა.
მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ყველა გახორციელებული დამიმდინარე პროექტისათვის! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"-ნათქვამია მინისტრის მისალოც წერილში

















