რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოსკოვის დროით 9:00 საათზე დაიწყო.
ხმის მიცემა ურალში, ციმბირსა და დალნი ვასტოკში უკვე რამდენიმე საათია გრძელდება. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "ლენტა რუ" ავრცელებს.
მთლი ქვეყნის მაშტაბით, სულ 100 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც ხმის მიცემის საშუალება ქვეყნის 108 მილიონ მოქალაქეს აქვს.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა რუსეთის პატრიარქმა კირილმა.
რუსეთის საპრეზიდენტო აჩევნებში სულ 5 კანდიდატი იყრის კენჭს. ესენია "ედინაია რასიადან" ვლადიმერ პუტინი, დამოუკიდებელი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი, "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან" გენადი ზიუგანოვი, "სპრავედლივაია რასიადან" სერგეი მირონოვი და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან ვლადიმერ ჟირინოვსკი.
ეგზიტპოლბის პირველი მონაცემები მოსკოვის დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც კალინინგრადის ოლქში საარჩევნო უბნები დაიხურებაა.

















