logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება
არჩილ თალაკვაძე: საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება
15:16 03.07.2020
„მინდა მივესალმო და დადებითი შეფასება მივცე თქვენს ჩართულობას საქართველოში მიმდინარე რეფორმებში. მადლობა ევროსაბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ვენეციის კომისიას, ჩვენი ქვეყნის დახმარებისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით და იმ კონსულტაციებისთვის, რომელიც თქვენგან მივიღეთ. მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების. ჩვენ ყოველივე ამან შეგვაძლებინა ის, რაც გაკეთდა, იმისთვის, რომ ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ შედეგად საქართველომ მოახერხა ეფექტურად გაძღოლოდა ამ საკითხს და გაეკონტროლებინა ვირუსის გავრცელება და ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს გარკვეული მიღწევები.

„საქართველომ შეძლო ეფექტურად გაძღოლოდა ამ პროცესს და გაეკონტროლებინა ვირუსის გავრცელება. გვაქვს კარგი შედეგი ამ მიმართულებით. ჩვენმა სამედიცინო სამსახურებმა, მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს. ამასთანავე, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს დემოკრატიას და ხელისუფლება პირობას აძლევს თავის ხალხს, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, რომ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით პროგრესს. ჩვენ მადლობას ვუხდით პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, საელჩოებს საქართველოში იმ დახმარებისათვის, რომელიც მათ გაგვიწიეს როგორც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ასევე საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია ასევე ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იქნა საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში.

„დღისათვის ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც მოგვცა ეუთო/ოდირმა და ჩვენმა სახელმწიფომ დღეისათვის მოახერხა, რომ ყველა ეს რეკომენდაცია შესულიყო საარჩევნო კოდექსში. საქართველო აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიის განვითარებისთვის, ჩვენ კიდევ მრავალი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ დღეს ყურადღებას ვამახვილებთ დემოკრატიული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ოქტომბერში და რასაკვირველია ეს ყველაფერი არის მორგებული საარჩევნო კანონმდებლობაზე. ჩვენ რასაკვირველია გავითვალისწინეთ ის უსაფრთხოების საშუალებები, რომელიც ჩვენ მოსახლეობას კოვიდ -19 ის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის მიღებისას დაიცავს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საარჩევნო კოდექსის 199 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრას ეხება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ვენეციის კომისიის წევრებმა ოლივერ კასკიმ და რიჩარდ ბარეტმა, დაავადებათა კონტროლისა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა