logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული
პრემიერი: ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული
12:16 03.07.2020

"ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და წევრ ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსა და

კიდევ 14 ქვეყანასთან შეუძლიათ საზღვრების გახსნა; აქ მთავარია ის, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიღწევები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით იყო აღიარებული და ევროკავშირმა წევრ ქვეყნებზე გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოსთვის საზღვრების გახსნა რისკის და საფრთხის შემცველი მათი სახელმწიფოებისთვის არ იქნება", - მშვენიერია, პირველი მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ, შიდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო სხვადასხვა გადაწყვეტილება, ზოგმა საქართველოს მოქალაქეებს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, ზოგმა - გარკვეული პირობებით და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური და გონივრული, რომ ეს მიღწევა, რომელიც დღეს გვაქვს, არ უნდა დავკარგოთ და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანაში შექმნის ვირუსის უკონტროლო გავრცელების მინიმალურ რისკსაც. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოვალეობაა, ვიზრუნო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. შემდგომ, ის აღიარება, რომელიც მივიღეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გონივრულად უნდა გადავთარგმნოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურ მიღწევებში. ამიტომ, ვსაუბრობთ კონკრეტულ სახელმწიფოებთან, იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები იყოს აღდგენილი, რასაც გონივრული მიდგომები სჭირდება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ისე ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაზე და არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის სტუმრები იქნებიან ისინი - საქმიანი, სამედიცინო მიზნებისთვის ჩამოსული ხალხი, თუ სტუდენტები. იცოდეთ, რომ საქართველოში 20 ათასი უცხოელი სტუდენტი გვყავს, რომელიც სექტემბერში, სწავლის პროცესის განახლების შემდეგ, ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ. ამიტომ, მინდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა ეტაპობრივი, გონივრული, ნაბიჯ-ნაბიჯ, პირველ რიგში ორიენტირებული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე და რა თქმა უნდა, მიმართული იქნება იმისკენ, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესსაც ხელი შეუწყოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ევროკავშირმა 15 უსაფრთხო ქვეყნის სია გააკეთა ერთი მნიშვნელოვანი დათქმით, რომ ყოველ ორ კვირაში ეს სია გადაიხედება.

„როგორ ფიქრობთ, ამ სიის გადახედვის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი რა იქნება?! - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა