logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტში  მეტი ქალი ვიხილოთ
ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტში მეტი ქალი ვიხილოთ
10:01 03.07.2020
"თუ გადავავლებთ თვალს სტატისტიკას, პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით პარლამენტში საქართველო არის ერთ-ერთი აუტსაიდერი არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სახელმწიფოებს შორისაც კი. ძალიან დაბალი მაჩვენებელია ჩვენთან", - განაცხადა ტვ "იმედის" ეთერში " ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, დღეს პარლამენტის 150 დეპუტატის შორის მხოლოდ 21 ქალია. მისივე მოსაზრებით, ეს დაბალი პროცენტული მაჩვენებელი არ მეტყველებს კარგად ქვეყანაზე.



"მაგალითად, როდესაც ჩვენი პარტნიორები ეცნობიან ასეთ სტატისტიკას, მათში გარკვეულ უარყოფით აღქმას იწვევს ეს ფაქტი. შესაბამისად, არსებული სურათი შესაცვლელია. მართალია, ყოველ 4 წელიწადში იყო გარკვეული ზრდა, თუმცა ესეც არის ძალიან მცირე მაჩვენებელი. თუ საზოგადოებაში ქალებისა და მამაკაცების რესურსებს ავიღებთ, ბალანსი ბევრად უფრო განსხვავებულია, ვიდრე ვხედავთ სურათს პარლამენტში. იმისათვის, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ, გარკვეული წამახალისებელი ზომებია საჭირო. ეს წამახალისებელი ზომაა სწორედ გენდერული კვოტა.",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, გენდერული კვოტის შესაბამისად, 2020 წლის არჩევნების შემდეგ უკვე მინიმუმ 30 ქალი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, თუმცა შეიძლება იყოს მეტიც; 2024 წლის არჩევნებზე იქნება მინიმუმ 37 ქალი წარმოდგენილი, ხოლო 2028 წელს - მინიმუმ 50 ქალი.

"თანდათანობით დავუახლოვდებით იმ ოპტიმალურ სურათს, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებს და რომელიც იქნება უფრო ბუნებრივი ქართული საზოგადოებისთვის. გვჯერა, რომ არის უამრავი კომპეტენტური ქალი, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგად გაართვას თავი პარლამენტარის ფუნქციებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა