logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც  საარჩევნო უბნების ირგვლივ რადიუსი განისაზღვრება
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც საარჩევნო უბნების ირგვლივ რადიუსი განისაზღვრება
09:57 03.07.2020
"ჩვენ ოპოზიციას რამდენჯერმე შევთავაზეთ, მათ შორის, საკომიტეტო განხილვის და პლენარული სხდომის დროს, გავაფორმოთ მემორანდუმი, რომლითაც შევთანხმდებით და გავინაწილებთ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ არ დავიკავებთ 25-მეტრიან რადიუსს ანუ საარჩევნო უბნებზე არ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი აქტივისტები", - განაცხადა ტვ "იმედის" ეთერში " ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ჯერჯერობით ოპოზიცია დუმს.

"მიზეზები აბსოლუტურად გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც საუბარია რადიუსის დაკავებაზე, მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აკეთებენ ხოლმე ამას. მაგალითად, 2019 წლის არჩევნების დროს გვქონდა მცდელობა, რომ დაგვეტოვებინა ცარიელი 25-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნებთან. 6 ოლქში გვქონდა არჩევნები და მივეცით შესაბამისი ინსტრუქცია ჩვენს აქტივისტებს. მე ვიყავი შტაბის უფროსი მაშინ და რეალურად ჩვენები არ იკავებდნენ ამ რადიუსს, თუმცა ჯერ დილის 8 საათიც არ იყო, როცა არა მარტო ოპოზიციის აქტივისტებს, არამედ ოპოზიციის ლიდერებსაც კი ჰქონდათ დაკავებული 25-მეტრიანი რადიუსები. ამის შემდეგ ჩვენები უკვე იძულებული გახდნენ, ისინიც შესულიყვნენ აღნიშნულ პერიმეტრზე. საბოლოო ჯამში, ის სურათი, რაც არის უბნების გარშემო ხოლმე, ბუნებრივია, მოსაწონი არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება ეს რადიუსი და გავინაწილოთ პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის აღსრულებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა