logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სამართლიანი და თანასწორი თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფაა
ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სამართლიანი და თანასწორი თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფაა
09:55 03.07.2020
"ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, თუმცა ამას წინ უსწრებდა, დაახლოებით, ერთწლიანი სამუშაო პროცესი. შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფი. პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით ამ ცვლილებებზე, რის შემდეგაც შედგა საპარლამენტო განხილვა", - განაცხადა ტვ "იმედის" ეთერში " ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო განხილვებზე ჩანდა, რომ არცერთი არსებითი და პრინციპული საკითხი არ დარჩენილა ღიად, რომ არ ასახულიყო ამ პაკეტში.

"იყო დამატებითი მოსაზრებები, მაგალითად, რადიუსთან დაკავშირებით. ჩვენ დავადგინეთ რადიუსის წესი, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბნების გარშემო 25-მეტრიანი რადიუსის ფარგლებში არ შეიძლება ამომრჩევლის ფიზიკურად შეფერხება ან სააგიტაციო მასალის განთავსება. ამის მიღმა იყო მოთხოვნა , რომ აკრძალულიყო ნებისმიერი ადამიანის დგომა ამ 25-მეტრიან რადიუსში, რაზეც გვქონდა ჩვენი არგუმენტები. აქ იყო პრაქტიკული პრობლემები აღსრულების ნაწილში. თუ რომელიმე კონკრეტული მოსაზრება არ გავიზიარეთ, თითოეულზე გვქონდა მყარი არგუმენტები", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


მისი ინფორმაციით, ეუთო/ოდირისგან სულ 27 რეკომენდაცია იყო წარმოდგენილი, რომელთაგან თითოეული განიხილეს, თითეულზე იმსჯელეს და ყველა პრინციპული რეკომენდაცია გაიზიარეს.

"შესაბამისად, გვაქვს თვისებრივად დახვეწილი საარჩევნო კოდექსი, ასევე ორგანული კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ეს ქმნის საუკეთესო გარემოს, რომ ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება და მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის სწორედ სამართლიანი და თანასწორი თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, 27 რეკომენდაციიდან უმეტესობა შესრულებულია. მისივე ინფორმაციით, იყო რამდენიმე რეკომენდაცია, რომლის წინააღმდეგაც წავიდნენ თვითონ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"იყო ასეთი რეკომენდაცია - სიძულვილის ენის თაობაზე და ჩვენ შესაბამისი რეგულაცია მოვამზადეთ. ჩვენ მზად ვიყავით, აგვესახა ეს რეკომენდაცია საარჩევნო კოდექსში, მაგრამ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები წავიდნენ ამ რეკომენდაციის წინააღმდეგ. ჩვენ გავითვალისწინეთ, ამ შემთხვევაში, არა ეუთო/ოდირის, არამედ ამ სუბიექტების პოზიცია და ეს რეკომენდაცია არ აისახა კოდექსში. იყო ისეთი რეკომენდაციაც, რომელიც უკვე გახლდათ ასახული პაკეტში, მაგალითად, ორმაგი მოქალაქეებისთვის არ აგვეკრძალა არჩევნებში მონაწილეობა. არცერთ ორმაგ მოქალაქეს არ ეკრძალება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. მსგავსი ხარვეზები იპარება ასეთი რანგის დოკუმენტებშიც კი, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგჯერ არაკომპეტენტური წყაროებიდან იღებენ ინფორმაციას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საერთოდ არ იყო რეკომენდაციებში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი. "ამ ნაწილში ჩვენი ინიციატივით ავსახეთ ცვლილება ორგანულ კანონში და დღეს არის წარმოდგენილი აბსოლუტურად განსხვავებული ფორმულა პარტიების დაფინანსებისთვის. დღემდე რაც მოქმედებს, მას ყველა აკრიტიკებდა, რასაც ჰქონდა ობიექტური საფუძველი. ჩვენ შევიმუშავეთ სამართლიანი ფორმულა, რომელიც არის მარტივი თავისი შინაარსით და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, არის უამრავი ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, არამედ პოლიტიკური სისტემის უკეთ და სამართლიანი წესებით განვითარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა