logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია: „კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებასა და კონკურენტული გარემოს შექმნას
რომან კაკულია: „კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებასა და კონკურენტული გარემოს შექმნას
21:25 02.07.2020
რომან კაკულიამ "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.



კანონპროექტი, კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. ცვლილების პროექტი ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას.



რომან კაკულია: "კონკურენციის შესახებ" საქართველოს დღეს მოქმედი კანონი შეიცავს არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაც კონკურენციის სააგენტოს ხელს უშლის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში. შემუშავებული კანონპროექტი მიზნად ისახავს სწორედ, ამ ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. ასევე, ცვლილებებით ხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.

ფართოვდება ეკონომიკური აგენტის ცნება, კერძოდ განისაზღვრება, რომ. ეკონომიკურ აგენტად მიჩნევისათვის სამეწარმეო საქმიანობის ნაცვლად გადამწყვეტია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რომელიც უფრო ფართო ცნებაა.



კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების რეფორმა წარმოადგენს შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. ცვლილებებით შემოდის კონცენტრაციის თაობაზე ე.წ. პირობითი გადაწყვეტილების მექანიზმი, რომელიც ცნობილია სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების სახელით.

იცვლება საქმის წარმოების ვადები სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. განისაზღვრება სააგენტოს ვალდებულება, საქმის დასრულებამდე გაუგზავნოს მხარეებს გადაწყვეტილების პროექტი და მისცეს ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე, ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების საკითხის ეკონომიკური აგენტისათვის შეუტყობინებლად გადაწყვეტის საკითხი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოულოდნელობის ეფექტი და თავიდან იქნეს აცილებული ეკონომიკური აგენტის მიერ ინფორმაციის განადგურების, ან გადამალვის შესაძლებლობა.

- კანონის არსებული რედაქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზია ასევე, სანქციების არარსებობა. კანონპროექტით აღმოიფხვრება ეს ხარვეზი".



"კონკურენციის შესახებ" კანონის ძირითად მიზნებს წარმოადგენს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა, ეკონომიკური აგენტების მიერ კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, კერძოდ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების, გადაწყვეტილებების, შეთანხმებული ქმედების აკრძალვა და იმ კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას; ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა.



კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ექსპერტებმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა