logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანს ელჩებმა ევროპის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების წერილი გადასცეს
დავით ზალკალიანს ელჩებმა ევროპის საბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების წერილი გადასცეს
21:23 02.07.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან - კაი კაარელსონთან, ინგრიდა ლევრენსესთან და გიედრიუს პოუჯუნასთან.
შეხვედრის ფარგლებში ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცეს ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი, რომელიც ეხება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას.

წერილში ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ულოცავენ საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულებას, რაც სიმბოლურად ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს დაემთხვა. ასევე აღნიშნულია, რომ თავმჯდომარეობას თან ახლდა გამოწვევები, რადგან საქართველოს ჩOVID-19 -ის პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაში მოუხდა თავმჯდომარეობა, ამავდროულად კვლავ გრძელდებოდა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ.

წერილში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო ვითარების მიუხედავად, საქართველოს თავმჯდომარეობა ორიენტირებული დარჩა ოთხი მთავარი პრიორიტეტის განხორციელებასა და ამავდროულად, ორგანიზაციის მთავარი ღირებულებების განმტკიცებაზე.

ბალტიის ქვეყნების მინისტრები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველომ შესძლო ინოვაციური გამოსავლის მოძიება, რათა შეუფერხებლად გაგრძელებულიყო ევროპის საბჭოსა და მინისტრთა კომიტეტის საქმიანობა. ასევე ღონისძიებების ჩატარების მიზნით, საქართველოს თავმჯდომარეობამ შეიმუშავა კრეატიული მიდგომები, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა დისტანციურად სრულყოფილი მონაწილეობის მიღება.

წერილში დადებითად არის შეფასებული საქართველოს თავმჯდომარეობის ინიციატივით, ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის საკითხზე საქართველოსა და მომავალი ორი თავმჯდომარის მიერ ერთობლივი დეკლარაციის მიღება.

ამასთანავე, წერილის თანახმად, ბალტიის ქვეყნები ადასტურებენ და მომავალშიც მუდმივად გააგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც საქართველო მოხვდა ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა