logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა
18:56 02.07.2020
„ქართული ოცნების“ გუნდი, სახელისუფლებო გუნდი არის ის ძალა, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება. სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც მანამდე ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და ჩვენ შევძელით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შეგვეტანა ცვლილება და 2024 წლიდან არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული წესით“,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდმა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შეძლო პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული ცვლილების განხორციელება საქართველოს კონსტიტუციაში, რის შედეგადაც 2020 წელს ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებული წესით.

„ჩვენ შევძელით ისც, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მადლობა მათ ამისთვის, რომ პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებით განვახორციელეთ ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში და 2020 წელს ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებული წესით.

სწორედ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ასევე ისიც, რომ ჩვენ დღეს ვასრულებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღების საკითხს და დღის ბოლოს ჩვენ გვექნება კიდევ მეტად გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც ქმნის გარანტიას გამჭვირვალობის, არჩევნების ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარების და ეს ყველაფერი ასოცირდება „ქართული ოცნების“ გუნდთან“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებიც თავს იწონებდნენ რომ თითქოს მათ ჰქონდათ მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თავს იწონებდნენ და საზოგადოების წინაშე კეკლუცობდნენ, რომ თითქოს მათ ჰქონდათ მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, ეს სიტყვები დარჩე მხოლოდ და მხოლოდ ლიტონ სიტყვებად და მათ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს. ეს მოწმობს იმას, რომ ისინი არ ასოცირდებიან პროგრესთან, ისინი ნარ ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ უკეთეს დღეზე და მათ არ აინტერესებთ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ , „ქართული ოცნება“ არის ერთგული იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ამიტომ განვახორციელეთ საკონსტიტუციო ცვლილება და დღეს უკვე დავასრულებთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და ამით გვექნება კიდევ ერთი პროგრესული დოკუმენტი იმისთვის, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები ჩატარდეს კიდევ უფრო გამჭვირვალედ და მაქსიმალურად დახვეწილად“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა