„ქართული ოცნების“ თელავის აქციის შემდეგ მხარდამჭერებთან მიმართებაში მომხდარ ინციდენტს, კოალიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან
ქვების სროლის პოლიტიკის“ გაგრძელებას უწოდებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, აქციის შემდეგ კოალიციის სამი მხარდამჭერი ავტომობილისკენ მიდიოდა, რომლითაც ისინი სახლში, პანკისის ხეობაში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ესენი არიან - 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი, 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილი და 40 წლის ხიზირ გაურგაშვილი. ამ დროს მათ 20-მდე ახალგაზრდა დაესხა თავს და სცემა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ფანჯიკიძის განმარტებით, პოლიციელები მივიდნენ და ისინი თელავის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებშიც დაკითხვაზე იმყოფებიან.
ფანჯიკიძის თქმით, თელავის რაიონული სამმართველო არ აკეთებს კომენტარს თუ რა მუხლითაა საქმე აღძრული. ფაქტის შესახებ კოალიციამ უწყებათაშორის კომისიას აცნობა.

















