logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ივანე მაჭავარიანი: შევეცდებით, სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას
ივანე მაჭავარიანი: შევეცდებით, სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ მიმოსვლას
14:38 02.07.2020
"შევეცდებით, სწორედ ის ქვეყნები, ან მიმოსვლის ის წესი შეირჩეს, რომ თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.


როგორც მან აღნიშნა, ფრენებთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემყარება კონკრეტულ ანალიზს და თავად ევროკავშირის ფარგლებში არსებულ მიდგომებს.


"თავისთავად ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველო მოხვდა იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში, რომელთანაც ევროკავშირმა უსაფრთხოდ ჩათვალა მიმოსვლა, მაგრამ თავად ევროკავშირის ქვეყნებს შორისაც არ არის ერთგვაროვანი მიდგომა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენც ვაკეთებთ ყოველდღიურ ანალიზს და ამ ნაწილში ჩვენს სიფრთხილეს აქვს შემდეგი ლოგიკა და ახსნა. ჩვენ, დაახლოებით, 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს. 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად, არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მაშინ როდესაც ეპიდემიის თვალსაზრისით, რისკი საკმაოდ მაღალია. მათი ერთი პროცენტიც რომ ინფიცირებული იყოს, საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება, გამოიწვიოს. შემდეგ, რომც არ დავაწესოთ შეზღუდვები, გავრცელების პირობებში, ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში, რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის, ვფიქრობთ, ადეკვატურია. იმის მიხედვით, ზოგადი სიტუაცია როგორ განვითარდება მსოფლიოში, გაუმჯობესდება თუ გაუარესდება, აქაც შეიძლება, გაცილებით უფრო გახსნილი და ნაკლები სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ საკითხს," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


ფინანსთა მინისტრი, ასევე, შეეხო საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების პროგრამას და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ამ პროცესში უზრუნველყოფილ იქნას რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა, მოქალაქეებისთვის ავიაბილეთების ფასებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა