logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე:  საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება
გიორგი გახარია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე: საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება
14:10 02.07.2020
ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება და სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ჩენმა ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



პრემიერის თქმით, თითოეული მოქალაქის მიღწევაა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა, კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით.



"გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიერ იქნა მიღებული, საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა, კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით. ეს ჩვენი თითოეული მოქალაქის მიღწევაა. ეს არის იმ საერთო ერთობლივი შრომის შედეგი, რომელიც ჩვენ, ბოლო 5 თვის განმავლობაშ, ყველამ ერთად გავიარეთ. საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვის, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაზრისით, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ ის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება და სწორედ ამ ჭრილში უნდა შევხედოთ იმ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ჩენმა ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომის დაფასების თვალსაზრისით მივიღეთ, სულ 15 ქვეყანაა მოგეხსენებათ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ გონივრულად და ამ შესაძლებლობის გამოყენების ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ ვირუსის უკონტროლო გავრცელება რისკის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქის ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას უმოკლეს ვადაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



მთავრობის მეთაურის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე.





"ამიტომ, ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო და აქტიურად მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნის თაობაზე და ეს მუშაობა უკიდურესად მნიშვნელოვანია და ეს უნდა იყოს ძალიან გონივრული. ამიტომ, ბატონო დავით, თქვენ შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვთ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ეფექტურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა