logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ატლანტიკო: საქართველო კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, ევროკავშირის მასშტაბით “კლასში საუკეთესოა”
ატლანტიკო: საქართველო კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, ევროკავშირის მასშტაბით “კლასში საუკეთესოა”
13:16 01.07.2020
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო ალბანეთს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გატარების პირობით, საქართველოს კი არა მხოლოდ ალბანეთთან შედარებით აქვს ბევრად უკეთესი შედეგები, არამედ კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, ევროკავშირის მასშტაბით "კლასში საუკეთესოა",- გამოცემა ,,atlantico" სტატიას სახელწოდებით ,, ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ" აქვეყნებს.





ავტორი, ქრისტოფ-ალექსანდერ პეილარდი კითხვას სვამს, იციან თუ არა ბრიუსელში, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველოსთან შედარებით მხოლოდ დანიას აქვს ინვესტიციებისთვის უკეთესი გარემო.



სტატიაში საუბარია საარჩევნო რეფორმაზე, რომელსაც საფრანგეთმა, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუჭირა მხარი





,,ევროკავშირი (EU) ახალ კრიზისს ებრძვის, რომელიც უპრეცედენტოა თავისი მოულოდნელობითა და ძალადობრივი ხასიათით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა არასწორად გააკრიტიკა ჯანდაცვის მიმართულებით დაგვიანებული რეაგირებისთვის და უგულებელყო მისი რეალური ძალა ამ სფეროში, ახლა, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის დროს, სწორედ ევროკავშირი წარმოადგენს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც ძირითადი პასუხისმგებლობები ეკისრება ეკონომიკურ სფეროში. მრავალი დამკვირვებელი კი თვლის, რომ გრძელვადიან პერიოდში მისი გადარჩენის საკითხი შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. საბოლოო ჯამში, რომ განვმარტოთ, ევროკავშირს მისი წევრი სახელმწიფოები ქმნიან. ამ თვალსაზრისით, მას არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ფრანგულ-გერმანულ უთანხმოებაზე ბოლო ათი წლის განმავლობაში (გერმანიის ცალმხრივი გაყვანა ბირთვული ენერგიიდან, საბერძნეთის საქმეში დახმარების გაწევის ოპონირება სუვერენული კრიზისის დროს, მიგრაციის კრიზისი, Bრეხიტ-თან დაკავშირებით უთანხმოება), რაც მისი დასუსტების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ან რა შეიძლება ითქვას ევროპული სულის ეროზიაზე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურთა მხრიდან, რომლებმაც, წინა თაობისგან განსხვავებით, იცოდნენ მე-20 საუკუნის ტრაგედიების შესახებ და ისიც, თუ როგორ ეფიქრათ მომავალზე? ნიშნავს ეს იმას, რომ ევროკავშირს ვერ გააკრიტიკებენ? ნამდვილად არა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც, სამართლიანი მოპყრობის თვალსაზრისით, იგი ორმაგ სტანდარტებს ექვემდებარება. ნება მიბოძეთ, ამის ორი მაგალითი მოვიყვანო. პირველი მაგალითი არის ევროზონის ბიუჯეტის საკითხი. ბევრს უკვირს ნიდერლანდების წინააღმდეგობა საბიუჯეტო ფედერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს შეუთავსებლობა კონკრეტული მომენტიდან გამომდინარეობს: 2003 წელს, გერმანიისა და საფრანგეთის მიერ სტაბილურობისა და ზრდის პაქტის დაცვაზე უარის თქმა. კომისია, იმ დროიდან მოყოლებული ვერ ახერხებს, აიძულოს საფრანგეთს საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება. "მცირე" სახელმწიფოების მხრიდან დიდი ზეწოლის პირობებში და ევროპული წესებისა და სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიმართული კომისიის ტოლერანტობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ფონზე, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ "საფრანგეთი განსხვავებულია". ამით, კომისიამ უდიდესი დარტყმა მიაყენა ევროპულ წყობას, რომლის ფედერალური არსი გულისხმობს ,,დიდი" სახელმწიფოების ძალაუფლების შემცირებას ,,პატარა" -ს მიმართ. უსამართლობისთვის საფუძვლის ჩაყრით ევროკავშირმა საკუთარ თავს სერიოზული ზიანი მიაყენა. მეორე მაგალითი არის გაფართოების საკითხი. ამ შემთხვევაშიც, ორმაგი სტანდარტი ძვირად დაუჯდა ევროკავშირს. გავიხსენოთ ის მიზეზები, რომელთა გამოც საბერძნეთი გაწევრიანდა ევროკავშირში 1981 წელს; ვალერი ჟისკარ-დ'ესტენმა შესანიშნავი ოსტატობით უგულებელყო ყველა ევროპული წესი და პირობა და განაცხადა, რომ "ჩვენ არ ვთამაშობდით პლატონს მეორე დივიზიონში". აქვე შეგვიძლია, აღვნიშნოთ ევროს ვალუტაზე გადასლა რამდენიმე ქვეყანაში - იტალია, საბერძნეთი - სადაც აშკარად არ აკმაყოფილებდნენ ევროზე გადასვლის კრიტერიუმებს და სამწუხარო შედეგები მოყვა. გაფართოებასთან დაკავშირებით, ეს ორმაგი სტანდარტი არ გამქარალა. ამრიგად, წევრმა სახელმწიფოებმა, საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მწვანე შუქი მისცეს ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებასთან დაკავშირებებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა მრავალი პირობით. ალბანეთის შემთხვევაში, ეს მოიცავს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას და კორუფციის წინააღმდეგ უკეთეს ბრძოლას. დასაშვებია აქვე იმის აღნიშვნა, რომ კიდევ ერთი სახელმწიფო, საქართველო, ევროპეიზმისკენ მიიწევს, როგორც მმართველი ელიტის, ისე მოსახლეობის დონეზე? საქართველოს არა მხოლოდ ბევრად უკეთესი შედეგები აქვს ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შედარებით, არამედ, მეტწილად, ევროკავშირის ,,კლასში საუკეთესო," ერთი მხრივ, კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით, ხოლო, მეორეს მხრივ, ეკონომიკის კუთხით. იციან ბრიუსელსა თუ კანცელარიებში, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად, ევროკავშირში მხოლოდ დანიაშია საწარმოსა და ინვესტიციებისთვის უკეთესი გარემო, საქართველოსთან შედარებით? რაც შეეხება დემოკრატიას, საარჩევნო რეფორმას, რომელიც ახლა განიხილება, მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დასკვნა ერთია: ევროპული პროექტი არის ძალიან მყიფე, რომ წესებიდან და პრინციპებიდან ნებისმიერი სახის გრძელვადიან გადახრას გაუძლოს. გამონაკლისი კი უნდობლობის გაღვივებაა, რაც აშკარად ხელს უშლის მის წინსვლას",- ნათქვამია სტატიაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა