logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ირაკლი კობახიძე: ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს პოლიტიკური პარტიის  როგორც ხედვის და პროგრამის, ასევე  წარსულის და აწმყოს შესაბამისად
ირაკლი კობახიძე: ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს პოლიტიკური პარტიის როგორც ხედვის და პროგრამის, ასევე წარსულის და აწმყოს შესაბამისად
09:44 01.07.2020
"საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ეუთო/დირმა 27 რეკომენდაცია მოგვცა და თითქმის ყველა ამ 27-დან უკავშირდება იმ ნორმებს, რომელბიც 2012 წლამდე არის მასში ჩადებული. ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს", - განაცხადა " ქართული ოცვნების"- აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ "რუსთავი 2"-ის ეთერში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული კოდექსში ძალიან ბევრი რამ გაუმჯობესდა, კიდევ ბევრი რამ რჩება კიდევ გასასწორებელი.

"ჩვენ გვაქვს ინიცირებული ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ამ არჩევნებისა და ნებისმიერი მომდევნო არჩევნების ჩატარებას ბევრად უკეთეს საარჩევნო გარემოში. ამაზე არის პასუხისმგებელი "ქართული ოცნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, შედგა პირველი საკომიტეტო განხილვა, სადაც არცერთი არსებითი შენიშვნა არ იყო გამოთქმული.



რაც შეეხება საარჩევნო უბნის ირგვლივ 25 მეტრი რადიუსის შიგნით შეკრებას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული რადიუსის შიგნით კონკრეტულ ლოკაციაზე დგომის აკრძალვა არააღსრულებადი ნორმა იქნება. "საქართველოს მასშტაბით 3700 უბანი იქმნება, ხოლო პატრულის ეკიპაჟი, რომლის მობილიზებაც შესაძლებელია არჩევნების დღეს, არის ჯამში 1000, ხოლო კენჭისყრა 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში მკაცრდება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით.



"ჩვენ გვაქვს მოწოდება და სურვილი, ეს არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ჯანსაღ და პოზიტიურ გარემოში, ამომრჩეველს აღარ აინტერესებს, ვინ ვის ეჩხუბება. ამომრჩეველს აინტერესებს , რა იქნება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის პროგრამაა. არცერთი პოლიტიკური პარტია პროგრამებზე და ხედვებზე არ საუბრობს. ჩვენი ამოცანა და დღის წესრიგი იქნება შემდგომი თვეების განმავლობაში, ოქტომბრის ჩათვლით ვესაუბროთ ამომრჩეველს პროგრამაზე. ჩვენი პროგრამა მოიცავს სახელმწიფოებრივი განვითარების ყველა სფეროს, როგორც დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ეკონომიკას, სოციალურ საკითხებს, საგარეო პოლიტიკას, თავდაცვა-უსაფრთხოებას. თითეოულ სფეროში გვექნება წარდგენილი მკაფიო ხედვა საზოგადოების წინაშე და ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს ამ ხედვის შესაბამისად, ისევე, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების წარსულის და აწმყოს შესაბამისად", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა